რომან ფიფია: სომხეთში მძიმე, მაგრამ უკეთეს თამაშს ველი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტის" ძლევით (2:0) შემდგომ სტადიაზე გასვლის დიდი შანსი დაიბევა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია რთულ საპასუხო მატჩს ელის, რომელიც 19 ივლისს, ერევანში გაიმართება.

"მატჩითა და თამაშის ხარისხით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. შეიძლება ითქვას, პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მეორე ნახევარი კარგად ჩავატარეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ. ბევრი მომენტი კი გვქონდა, მაგრამ უპირატესობის სრულად რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ.

თუმცა არა უშავს, სომხეთში "დინამოსგან" უკეთესი
თამაშის იმედი მაქვს. ძალიან მძიმე დაპირისპირება გველოდება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ალაშკერტთან" შეხვედრას დაახლოებით 15 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც მახარებს. იმედი მაქვს, რომ შემდგომ ეტაპზე გავალთ და მესამე საკვალიფიკაციოში ბევრად მეტ მაყურებელს მოვიზიდავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
დიდი მადლობა ბატონო რომან იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქართული ფეხბურთის გადასარჩენად. წარმატებას ვუსურვებ დინამოს და მთელ საქართველოს საპასუხო მატჩში.
ფერნანდო
16 ივლისი 2016 19:11
0
სწორედ თამაშის ხარისხი იყო გულისამრევი ორივე მხრიდან,ნებისმიერ ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდს შეუძლია ისე მოგიგოთ, რომ გატიროთ...ამაზე რომ კმაყოფილდებით,მაგიტომ არაფერი გეშველებათ...

status quo
16 ივლისი 2016 18:57
0
ქართულ ფეხბურთში ერთი ნაკვერჩხალი ჯერ ისევ გიზგიზებს და ეს არის დინამო თბილისი. და ეს არის რომან ფიფიას დამსახურება! ისეთ ქვეყანაში სადაც ეროვნულ ჩემპიონატის თამაშებს საშუალოდ 200 კაცი ესწრება და ეს მაშინ როცა ბილეთი ₾2 ღირს! ისეთ ქვეყანაში სადაც ტელეტრანსლაციას მაყურებელი არ ყავს, რეკლამა არ იყიდება, სადაც სტადიონები არ აქვთ გუნდებს, სადაც ფეხბურთელებს საჭმელი სახლიდან მიაქვთ სტადიონზე, სადაც მოედნებზე ბალახის საკრეჭი მანქანის მაგივრად ძროხებს ერეკებიან ბალახის გასაკრეჭად... ეს ერთი კაცი ახერხებს იმას რომ ფეხბურთის კერა საბოლოოდ არ გაცივდა საქართველოში. ქართველი გულშემატკივარი არ იმსახურებს გამარჯვებებს, რადგან ის ჯიბრში უდგას საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქალაქს, საკუთარ გუნდს. შევავსოთ სტადიონები საქართველოს ჩემპიონატზე და ვნახავთ როგორ გაუმჯობესდება კონკურენცია, როგორ გაიზრდება ინტერესი ინვესტორის მხრიდან, როგორი მოტივაცია ექნებათ ფეხბურთელებს სათამაშოდ გამოვიდნენ, როგორ მოინდომებენ ბავშვები და მათი მშობლები ფეხბურთის წრეზე შესვლას. ინგლისელები და გერმანელები არ ჩამოვლენ და არ დაესწრებიან ჩვენი ჩემპიონატის თამაშებს; ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ასე შეგვიძლია ამოვქაჩოთ ქართული ფეხბურთი. კვირაში ₾2!
ლუკა
16 ივლისი 2016 17:34
0
მეორე ტაიმში კიდევ უნდა გაგვეტანაო, შენ რა მხოლოდ შენსას ითვლი, იმათ არ უნდა გაეტანათ??? რაც შენ ფული გაქვს ჰაერზე გადაყრილი მართლა კარგი გუნდი გაკეთდებოდა!!!
გიორგი
16 ივლისი 2016 15:52
0
რომეო ვერ ხვდები რო მწვრთნელი არგივარგა დინამოს ვინც ყოლია მწვრთნელები ეს იარბაკევი ყველაზე სუსტია.ნორმალურ დინამოს ვგულისხმობ აი გეგუჩაძესთან კი ახლოსაც ვერ მივა ერთი სიტყვით რაღაცა კომპონენტი კარგი გყავს რაღაც არვარგა რომეო სტაბილურობა გაკლია თუ ხვდები ამდენი წელია ფულს ყრი და ერთი პლეიოფი ითამაშე იარბაკევზეც გეტყობა.
gio
16 ივლისი 2016 14:23
0
ნამდვილად არ ვარ პესიმისტი,მაგრამ 2013წელს მე-3საკვალიფიკაციო ეტაპზე სტიაუა რომ მოუწია დინამოს მაშინამ ამბობდა ბევრი და მათ შორის მეც რომ დინამოს შეეძლო გასვლა.სამწუხაროდ მაშინ სტიაუამ პირველივე მატჩში მოუმთავრა საქმე ჩვენს ჩემპიონს.რა თქმა უნდა კარგია როდეაც იმედიანად ხარ განწყობილი,მაგრამ არამგონია რომ დინამო ფლეი-ოფში გავიდეს.ევროპა ლიგის ჯგუფური შეიძლება დაიდოს,მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგის მე-4საკვალიფიკაციო ეტაპი.
giorgi
16 ივლისი 2016 14:14
0
უფრო მეტი უნდა გააკეტო ფეხბურტელებისტვის ფიფია..ეგ არარის საკმარისი..ბ-ნი ილია კოკაია რასაც აკეტებდა მინიმუმ მაგის ნახევარი პირობები უნდა სეუქმნა ფეხბურტელებს
gagnidze akademia
16 ივლისი 2016 14:12
0
ტაბლოზე აისახება მოწინააღმდეგეთა ვარჯიშებს შორის ხარისხობრივი განსხვავება!
სირბილის სწავლების ცენტრი
16 ივლისი 2016 14:10
0
როგი და მითუმეტეს პიაცა მიდიან ზაგრების დინამოდან და დასაზუსტებელია, ჩვენ თამაშამდე წავლენ იმედია)))
svani
16 ივლისი 2016 13:38
0
ერევანში ძნელი თამაში იქნება, მაგრამ დინამომ ტემპი თუ შესთავაზა მეტოქეს დარწმუნებული ვარ გოლს გავიტანთ. ერთი გოლი კი გასვლაზე ძალიან ბევრს ნიშნავს.
gia
16 ივლისი 2016 13:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული