"ზაგრების" მწვრთნელი: ხომ ხედავთ, თბილისში მშვიდად ჩავდივარ - სანერვიულო არაფერი მაქვს

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა გუშინ, თბილისში გამგზავრებამდე, ხორვატ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" ზაგრების "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს თბილისის "დინამოსთან" გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ხორვატიაში ზაგრების "დინამოს" სასარგებლოდ დასრულდა - 2:0.

"მზად ვართ და მოტივირებულნი ჩავდივართ თბილისში. ხომ ხედავთ, მშვიდად მივემგზავრები... სანერვიულო არაფერია, შედეგი მამშვიდებს, თბილისში კი 40 000 გულშემატკივრის დასწრება ჩვენთვისაც მოტივაცია იქნება.

შემდეგ მეტოქეზე მაშინ ვიფიქრებ, როცა თბილისელებს გავცდებით. ნებისმიერი გუნდის ბარიერის დაძლევა შეგვიძლია.

თბილისში ტრავმის
გამო არ მოდის პაულო მაჩადო - მას მუხლი აწუხებს და ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მივდივართ სტადიონზე,დანარჩენს იქ ვნახავთ
qutaisi
01 აგვისტო 2016 17:06
0
ყველანი სტადიონზე
duvaio
01 აგვისტო 2016 16:49
0
სტადიონზე კი არა ვის ცალია მაგ უნიათოებზე
x
01 აგვისტო 2016 16:10
0
ხვალ მეთორმეტე მოთამაშე ვიქნები!

სტუმრები ჩვენზე ძლიერები არინ, მაგრამ თავგანწირვას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
გუჯა კახაძე
01 აგვისტო 2016 16:05
0
მოდიდა ვანერვიულით ხვალე
nodarichi123
01 აგვისტო 2016 15:59
0
ყველა სტადიონზეე!!!
Geo
01 აგვისტო 2016 14:34
0
იმედია დინამო აუცილებლად აანერვიულებს.ალბათ სანერვიულოს ეძებს და უნდა აანერვიულონ კიდეც.
bebeto
01 აგვისტო 2016 14:14
0
ზედმეტად თავდაჯერებული ხარ რაღაც..)) გელაშვილს: ჯობია არ გამოხვიდე მოედანზე და თუ გამოხვალ არ აქ მნიშვნელობა როდის გამოხვალ 85 წუთიც რომ იყოს გირჩევნია 2 გოლი გაიტანო) ისედაც შერცხვენილიხარ)) უფრო დაგიმატებ!!!)))) ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო!!!!ღმერთმა უნდა გადმოგვხედოს.....!!!!!!!!!!!!
svani
01 აგვისტო 2016 14:14
0
მართალია ეს კაცი რა აქვს სანერვიულო. ესეც ეხლა ტურინში ან ბარსელონაში არ ჩადიოდეს...სამწუხაროდ...
gg
01 აგვისტო 2016 14:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული