თბილისის "დინამოს" პოტენციური მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი ოფში ცნობილია

AutoSharing Option
4 აგვისტოს დასრულდა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები და გაირკვა ყველა ის გუნდი, რომელიც პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას.

- ლეგიონი ევროპალიგაზე: არველაძე, კვეკვესკირი და ყენია პლეი ოფში

გაირკვა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა ევროპალიგის პლეი ოფში, რომელიც 18 და 25 აგვისტოს გაიმართება. ამ ეტაპის წილისყრის პროცედურა კი დღეს 14 საათიდან დაიწყება.

მაშ ასე, "დინამოს", რომელიც განუთესავებს შორის მოხვდა, შეიძლება შეხვდნენ:

შახტარი (უკრაინა), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ანდერლეხტი (ბელგია), ალკმაარი (ჰოლანდია), ფენერბაჰჩე (თურქეთი), სპარტა (ჩეხეთი), პაოკ (საბერძნეთი), გენკი (ბელგია), ბატე (ბელარუსი), სენტ
ეტიენი (საფრანგეთი), გენტი (ბელგია), კრასნოდარი (რუსეთი), რაპიდი (ავსტრია), ლიბერეცი (ჩეხეთი), მარიბორი (სლოვენია), მაკაბი (ისრაელი), აუსტრია (ავსტრია), ვესტ ჰემი (ინგლისი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), მიდტიულანდი (დანია), სასუოლო (იტალია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი).
მკითხველის კომენტარები / 50 /
ამათთან ყველასთან შეიძლება მოგება: ბატე (ბელარუსი), რაპიდი (ავსტრია), მარიბორი (სლოვენია), მაკაბი (ისრაელი), აუსტრია (ავსტრია), მიდტიულანდი (დანია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი).
gio
05 აგვისტო 2016 10:52
0
ფიფიამ თუ აკადემია და ბაზა მოაწყო, იურიდიულად ისე აქვს გაფორმებული, ვალად დაადებს ახალ მფლობელს. ახლანდელი მოცემულობიდან კი, "დინამოს" სახელს გაცილებით მეტი პატივისცემა სჭირდება, ვიდრე ამას ბატონი რომა აკეთებს.
Gio
05 აგვისტო 2016 10:50
0
ამდენი პესიმიზმი რა საჭიროა ხალხო, რამესწ მივაღწევთ ამით? მაშ რა ვქნათ, წავიყაროთ თავზე ნაცარი და მივიყუჟოთ სადმე კუთხეში?.. უნდა იბრძოლონ ბიჭებმა, შანსი ყოველთვის და ყველასთან არსებობს. ფეხბურთი რაგბი არა არის, სადაც ძლიერი 99%-ით იგებს. თუ არა და იქნებ გაგვიმხილოთ გამარჯვების საიდუმლო.
levani kaxeti
05 აგვისტო 2016 10:33
0
კაი ხო ნუ პროფესორობთ რა,- განწირულია, შანსი არ გვაქვს, უბრალოდ უნდა ვითამაშოთ და წინასწარ არ უნდა წავაგოთ. მთავარი ეგ არის. ფეხბურთი წავაგოთ და არა თეთრი დროშის ფრიალით ვიბოდიალოთ მოედანზე. ბურთი მრგვალია იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოს :)) თუ არა და გამოვარდნა ხომ უკვე ჯიბეში გვიდევს. :)
grisha
05 აგვისტო 2016 10:23
0
ბატესთან, ყარაბაღთან და მარობორთან ბრძოლა შეიძლება. სხვა დანარჩენთან უშანსოდ ვართ.
zangura
05 აგვისტო 2016 10:19
0
როგორც ვიცი უეფა ბოლო წლებში გეოგრაფიულად ანაწილებს გუნდებს. იმიტომაა ბოლო წლებში უმეტესად აწერბაიჯანულ სომხურ და მოლდოვურ გუნდებს რო ვხვდებით. სავარაუდოდ ამ გუნდებს შევხვდებით: შახტარი, ბატე, ყარაბაღი, ფენერბახჩეს, მაკაბს ან მარიბორს.
zangura
05 აგვისტო 2016 10:18
0
ამათი საბლატავო სად არი, ყველას ჯოჯოხეთს მოვუწყობთ.
lailai
05 აგვისტო 2016 10:15
0
ეეეჰ 4 წლის წინანდელი მეორდება,სტრემურისი რო გამოვვაგდეთ თავიდან და მერე ჯერ სტიაუასთან დავმარცხდით და ბოლოს ტოტენხემმა გაგვანადგურა...ვნახოთ,გვჯეროდეს სასწაულის სხვა აღარაფერი დაგვრჩენია...
qomagi
05 აგვისტო 2016 10:08
0
აქ ყველაზე სუსტი ყარაბახია მაგრამ ისიც კი მოგვიგებს
dinomo tbilisi
05 აგვისტო 2016 10:05
0
რაპიდი (ავსტრია), ლიბერეცი (ჩეხეთი), მარიბორი (სლოვენია), აუსტრია (ავსტრია)მიდტიულანდი (დანია)ყარაბაღი (აზერბაიჯანი).სპარტა (ჩეხეთი) ამ 7 გუნდთAნ გვაქ შანსები იმედია აქედან რომელიმე შეგხვდება განსაკუთრებით მარიბორი ან ლიბერეცი ნეტავ რაა
Shansebi
05 აგვისტო 2016 10:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული