ეს იცო­დით? ბრუკ­ლინ­ში "ვიტ ჯორ­ჯი­ას" საფეხბურთო სკო­ლა და­ფუძ­ნ­და

AutoSharing Option
იცო­დით, რომ ამე­რი­კა­ში სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა "ვიტ ჯორ­ჯია-ბრუკ­ლი­ნი" და­არ­ს­და?

ეს სი­ურ­პ­რი­ზი "სამ­ტ­რე­დი­ის" კა­პი­ტან­მა გი­ორ­გი და­თუ­ნა­იშ­ვილ­მა გაგ­ვან­დო. გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ჯერ მი­სი ძმა - პავ­ლე (პა­ა­ტა) და­თუ­ნა­იშ­ვი­ლი გა­იც­ნო. კა­რი­ე­რა მა­ნაც "ვიტ ჯორ­ჯი­ა­ში" და­იწყო და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­შიც ითა­მა­შა. ის ჯერ 33 წლი­საა, თუმ­ცა ფეხ­ბურთს 2012 წელს და­ა­ნე­ბა თა­ვი და ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­ვი­და.

რო­გორ აეწყო მისი საქ­მე­ე­ბი, თა­ვად პა­ა­ტა და­თუ­ნა­იშ­ვი­ლის მო­ნათხ­რო­ბი­დან შე­იტყობთ.

"ოთხი წე­ლი­წა­დია, რაც ამე­რი­კა­ში ვარ. თა­ვი­დან, 6 თვე მოყ­ვა­რულ­თა გუნ­დ­ში ვთა­მა­შობ­დი. მე­რე კი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა და მწვრთნე­ლო­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. ამის გა­მო, თბი­ლის­ში დავ­ბ­რუნ­დი,
სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო ლი­ცენ­ზი­რე­ბის კურ­სებს და­ვეს­წა­რი და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე", - ამ­ბობს და­თუ­ნა­იშ­ვი­ლი.

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, ამე­რი­კა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და:

"ოდე­სის "ჩერ­ნო­მო­რე­ცის" ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ნიუ-იორ­კ­ში დი­დი ხნის წინ და­სახ­ლ­დ­ნენ და 25 წე­ლია, სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მია "ჩერ­ნო­მო­რეც-ბრუკ­ლი­ნი" და­ა­ფუძ­ნეს. მათ აკა­დე­მი­ა­ში ამიყ­ვა­ნეს და ასე და­იწყო ჩე­მი სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო კა­რი­ე­რა.

სხვა­თა შო­რის, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბია, თით­ქოს ამე­რი­კა­ში ფეხ­ბურ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის. ძა­ლი­ა­ნაც პო­პუ­ლა­რუ­ლია, მათ შო­რის - გო­გო­ნებ­შიც. აქ მა­თი თით­ქ­მის იმ­დე­ნი­ვე ჯგუ­ფია, რამ­დე­ნიც - ვა­ჟე­ბის".

ოდე­სე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბამ პა­ა­ტა და­თუ­ნა­იშ­ვილს უბიძ­გა, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლის მქო­ნე სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა და­ე­ფუძ­ნე­ბი­ნა:

"ჩემ­თან სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში 50 ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი მა­ინც ვარ­ჯი­შობს. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად მინ­დო­და, "ვიტ ჯორ­ჯია-ბრუკ­ლი­ნი" და­მე­ფუძ­ნე­ბი­ნა. მე ამ გუნ­დ­ში ვიზ­რ­დე­ბო­დი და ამით მსურ­და, სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­მე­ხა­ტა.

ამის შე­სა­ხებ "ვიტ ჯორ­ჯი­ას" პრე­ზი­დენტ გუ­რამ რუ­ხა­ძეს ვე­ლა­პა­რა­კე. მას იდეა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. თუმ­ცა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი სხვა კლუბ­საც თუ ექ­ნე­ბათ, არ შე­ვიზღუ­დე­ბით.

სკო­ლის ამოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კითხი იყო, ათა­სი იური­დი­უ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყ­ვი­ტე".

და­თუ­ნა­იშ­ვი­ლი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მოგ­ვითხ­რობს:

"ოთხ ასა­კობ­რივ ჯგუფს ვა­ვარ­ჯი­შებ, სა­დაც 8-დან 12 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი და­დი­ან. ახ­ლა­ხან, ასის­ტენ­ტად ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ლე­ვან ჭი­პაშ­ვი­ლი ავიყ­ვა­ნე.

სხვა­თა შო­რის, ამე­რი­კა­ში ბევ­რი ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ვნა­ხე - გია მეგ­რე­ლა­ძე, ყო­ფი­ლი ვიტ­ჯორ­ჯი­ე­ლი და­თო დო­ლი­ძე, "ცხინ­ვა­ლის" ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - ბა­ჩი ბოლ­ქ­ვა­ძე და ილია კან­დე­ლა­კი. ვი­ცი, რომ აქ ცხოვ­რო­ბენ მე­კა­რე გია ცი­ნა­ძე და მა­მუ­კა წე­რე­თე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ბავ­შ­ვებთან მუ­შა­ობს.

სხვა­თა შო­რის, ბრუკ­ლინ­ში სკო­ლა იმი­ტო­მაც და­ვა­ფუძ­ნე, რომ ნიუ-იორ­კ­ში ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი ცხოვ­რობს და მარ­თა­ლიც აღ­მოვ­ჩ­ნ­დი - "ვიტ ჯორ­ჯია-ბრუკ­ლინ­მა" კი­დევ უფ­რო მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი მო­ი­ზი­და. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ერთ მო­თა­მა­შეს მა­ინც თუ გა­ვუზ­რ­დი. იდე­ე­ბი ბევ­რია და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვსურს. ახ­ლა ტურ­ნი­რის ჩა­ტა­რე­ბას ვა­პი­რებთ და მას­ში ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბის მოწ­ვე­ვა­საც ვფიქ­რობთ".

ახალ­გაზ­რ­და სპე­ცი­ა­ლის­ტი გვე­ლა­პა­რა­კა იმა­ზეც, თუ რა პი­რო­ბებ­ში ვარ­ჯი­შო­ბენ მი­სი გუნ­დე­ბი:

"ამე­რი­კა­ში სტა­დი­ო­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს აშე­ნე­ბუ­ლია. აქ ყვე­ლა სკო­ლა­სა და კო­ლეჯს სტან­დარ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი აქვს. ასეთ სარ­ბი­ელ­ზე ვარ­ჯი­ში ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია, ოღონდ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა ისურ­ვოს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყო­ბენ.

სა­კუ­თა­რი სკო­ლის აშე­ნე­ბა კი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ამი­ტომ, 2 მო­ე­და­ნი ვი­ქი­რა­ვე. მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე აცივ­და და დარ­ბაზ­ში შე­ვე­დით, სა­დაც ასე­ვე სტან­დარ­ტუ­ლი სტა­დი­ო­ნი და კომ­ფორ­ტია. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ფა­რია, თით­ქოს, ბუ­ნებ­რივ მინ­დორ­ზე ვვარ­ჯი­შობთ.

იმე­დი მაქვს, "ვიტ ჯორ­ჯია-ბრუკ­ლი­ნის" სკო­ლა სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ქარ­თულ ფეხ­ბურთს გვერ­დ­ში ასე მა­ინც და­ვუდ­გე­ბი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ვიცოდი ეს ამბავი
სამტრე
07 ნოემბერი 2016 20:49
0
ვამაყობ შენით!!!
ნათია გონგაძე
07 ნოემბერი 2016 11:33
0
წარმატებები პატუშ! ჩვენ კარგათ ვიცით როგორი შრომის და გულდადების ფასად მიაღწია ამას!
Khatuna
07 ნოემბერი 2016 04:33
0
გაიხარე პაატა ,შენთან ვარ აქედან,ლევანი მომიკითხე ... აბა თქვენ იცით ,
zaza
06 ნოემბერი 2016 23:37
0
კარგი საქმე დაგიწყია,სულ წარმატებებს გისურვებ პაატა.სხვა თუ არაფერი ქართულ ენას მაინც არ დაკარგავენ და საქართველო ეცოდინებათ.
სოსო
06 ნოემბერი 2016 18:32
0
გაიხარე პაატა, ღმერთი იყოს შენი შემწე. სულ წარმატებებით გევლოს.
gizog
06 ნოემბერი 2016 17:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული