ფეხბურთელები, ვისი დამატებაც ლონდონის "ჩელსის" სურს

AutoSharing Option
ბრიტანულ მედიას თუ ვენდობით, ლონდონის "ჩელსი" ტიემუე ბაკაიოკოს დამატებასთან ახლოსაა. "მონაკოს" ნახევარმცველს "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და სხვებიც უტრიალებენ, მაგრამ "ლურჯებისა" და მონეგასკების სათავეში რუსი ბიზნესმენები არიან, შესაბამისად, ამ კლუბებს შორის უფრო მეგობრული ურთიერთობაა.

22 წლის ბაკაიოკოს ტრანსფერი შესაძლოა, ამ დღეებში გაოფიციალურდეს და ფრანგი ზაფხულში "ჩელსის" პირველი შენძენი გახდეს, რასაც "ლურჯთა" ფანობა დიდი ხანია, ელის.

"რენის" ყოფილი ფეხბურთელის გარდა, ლონდონელები რომელუ ლუკაკუს "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებაზე მუშაობენ. მოლაპარაკება, თითქოს, ჩიხში შევიდა, მაგრამ ყველაფრის მოსაგვარებლად ჯერ საკმარისი დროა. გარდ ამისა, ანტონიო კონტე ყოფილ
კლუბს, ტურინის "იუვენტუსს" არ ეშვება - "კონტისიმეს" "ბებერი ქალბატონიდან" ლეონარდო ბონუჩისა და ალექს სანდროს წამოყვანა სურს.

ისიც ითქვა, "ჩელსიმ" ამ წყვილში უკვე შესთავაზა იტალიურ გრანდს 100 მილიონი ფუნტი, მაგრამ "იუვემ" იუარაო. სამიზნედ რჩება "საუთჰემპტონის" ჰოლანდიელი უკანახაზელი ვირხილ ვან დეიკიც.

წამსვლელთა შორის კი დიეგო კოშტასთან ერთად, სავარაუდოდ, ნათან აკეც იქნება. იგი წინა სეზონის პირველი ნაწილისას "ბორნმუთში" გახლდათ განათხოვრებული და ამბობენ, "ალუბლებმა" შესაძლოა, 20 მილიონი გირვანქა გადაიხადონ მის სანაცვლოდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული