ალექსანდრ ლაკაზეტი - ერთი ნაბიჯი "არსენალამდე"

AutoSharing Option
ალექსანდრ ლაკაზეტმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ფაქტობრივად, უკვე შეგვიძლია "არსენალის" ფეხბურთელად მოვიხსენიოთ.

"მეთოფეები" მასში 45 მილიონ გირვანქას გადაიხდიან და ბონუსების მეშვეობით 26 წლის ფრანგის ფასი შესაძლოა, 52 მილიონამდე გაიზარდოს. შესაბამისად, ლაკაზეტი "მეთოფეების" სარეკორდო შენაძენი ხდება. აქამდე ლონდონელებს ყველაზე მეტი მესუთ იოზილში ჰქონდათ გადახდილი - მათ 2013 წელს გერმანელში მადრიდის "რეალს" 42,4 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

ლაკაზეტი წინა სეზონში ლიგა ერთის მეორე ბომბარდირი გახდა 28 გოლით. იგი მხოლოდ ედინსონ კავანის ჩამორჩა, ურუგვაელმა 35 ბურთი შეაგდო. მას მერე, რაც ლაკაზეტი ლიონელთა ძირითად
გუნდში შემოიჭრა და დამკვიდრდა (2009/10 წლების სეზონი), მან ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 275 მატჩი ჩაატარა და 129 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ მერე ესპანურ გუნდს ტრანსფერებზე დისკვალიფიკაცია მისცეს. სხვა მსურველებს შორის კი "არსენალმა" ყველას აჯობა. ივან გაზიდისი ფანებს ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებსა და ძლიერი ფეხბურთელების მიყვანას დაჰპირდა.

ჯერჯერობით, "მეთოფეებმა" მხოლოდ ერთი მოთამაშე დაიმატეს - ბოსნიელი გარემარბი სეად კოლაშინაცი "შალკედან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა და "ემირატებზე" გადაბარგდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული