როგორც ამბობენ, "თეთრი გედების" ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად ისევ კრის კოულმენთან სურს თანამშრომლობა. დასამალი არავისთვის არის, რომ უელსის ნაკრების თავკაცს პრემიერლიგაში მუშაობა ძალიან უნდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე მოხდება. თანაც, ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდისთვის ნაკრების მიტოვება ცოტა რთულად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა.
რასაკვირველია, რაიან გიგზზეც გრძელდება ლაპარაკი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დიდი ხანია, პრემიერლიგის რომელიმე კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაზე ოცნებობს, მაგრამ პრობლემა
ახსენეს ფრანჩესკო გვიდოლინიც, თუ საჭირო გახდა, იქნებ იტალიელი დაბრუნებაზე დაიყოლიონო. თუმცა ეს კიდევ უფრო ნაკლებად რეალურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"