3 გოლიც და 29 წლის სლოვაკი "ნაპოლის" შემადგენლობაში გატანილი გოლებით დიეგო მარადონას შედეგს (115 გოლი "ნაპოლის" მაისურით) გაიმეორებს. მარეკი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა, განაცხადა, რომ არსად წასვლას არ ფიქრობს და რომ "ნაპოლი" ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ევროპაში:
"სამი გოლი მართლაც არაა ბევრი და ალბათ, დადგება ის დღე, როდესაც დიეგო მარადონას შედეგს გავაუმჯობესებ. თუმცა, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ როგორც ფეხბურთელი, ლეგენ
ნეაპოლში დიეგოს დღემდე აღმერთებენ და მის მიმართ სრულიად განსაკუთრებული სიყვარული აქვთ. დავასრულებ თუ არა კარიერას "ნაპოლიში"? - ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
"ნაპოლი" ბრწყინვალე გუნდია, რომელიც ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს; ეს არა მარტო ჩემი, საფეხბურთო ექსპერტების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების მოსაზრებაა. არ მაქვს საბაბი, რომ სხვაგან წასვლაზე ვიფიქრო და დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაპოლის" მაისურით კიდევ ბევრ მატჩს ჩავატარებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"