"მილანი" ლეონარდო ბონუჩისა და ლუკას ბილიას ტრანსფერებს ვერ არეგისტრირებს

AutoSharing Option
"მილანს", ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლეონარდო ბონუჩი და ლუკას ბილია ვერ დაეხმარებიან.

ცნობილი გახდა, რომ "როსონერი" ამ ფეხბურთელების სატრანსფერო ფასის გადახდას და მათ დარეგისტრირებას 11 აგვისტომდე ვერ ახერხებს. კლუბის გენერალური დირექტორის, მარკო ფასონეს თქმით, ამის მიზეზი ფინანსურ რესურსებთან წვდომაზე შეზღუდვაა.

11 აგვისტომდე "მილანი" ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს - ორივეს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუმინულ "კრაიოვასთან". ვინჩენცო მონტელას გუნდს ლეონარდო ბონუჩი და ლუკას ბილია ამ თამაშებში ვერ დაეხმარებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული