ამგვარად, სუპერმარიო სამ შეხვედრას გამოტოვებს, მათ შორის, მნიშვნელოვან დაპირისპირებას ტურინის "იუვენტუსთან".
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისთან" წაგებული მატჩის შემდეგ მარიო ბალოტელიმ წითელი ბარათი მიიღო, სადისციპლინო კომიტეტმა კი მას 3 შეხვედრის გამოტოვება დაუდგინა. "მილანს" შეეძლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ბალოტელის საქციელმა წყობიდან გამოიყვანა "მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი.
სხვათა შორის, მილანელებს მხარდაჭერა იტალიის ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ გამოუხატა, რომელმაც განაცხადა, რომ ოქტომბერში ბალოტელის ნაკრებში არ მიიწვევს.
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IV ტურის