კევინ-პრინს ბოატენგი: მექსემ დისკვალიფიკაცია დაიმსახურა

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა, რომელიც ადრე "მილანის" ღირსებას იცავდა, ფილიპ მექსეს დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის შეხვედრაში მექსემ ჯორჯო კიელინის კუთხურის ჩამოწოდების დროს მუშტი სახეში ჩაარტყა.

ამის გამო მექსე მოედნიდან გააძევეს და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"მექსე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე, მაგრამ ამ ეპიზოდში მას ნამეტანი მოუვიდა.

ვფიქრობ, 4-მატჩიანი დის
კვალიფიკაცია შესაფერისი სასჯელია. ის ცოტა უნდა დაწყნარდეს, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში თავის დაკარგვა არ შეიძლება.

არ მეგონა, თუ "მილანი"
სეზონს ასე ცუდად დაიწყებდა, მაგრამ გასულ სეზონშიც მსგავსი სიტუაცია იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვ
დით", - თქვა ბოატენგმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

ფილიპ მექსემ ჯორჯო კიელინის სახეში მუშტი ჩაარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული