იტალია. სერია A. XVI ტურის წინ: როგორც იქნა, ფრანჩესკო ტოტი ბრუნდება!

AutoSharing Option
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ჯერ კიდევ ევრობატალიებს არჩევენ, კარს კი სერია A-ს მორიგი ტური მოგვადგა.

არადა, წინ ისეთი მატჩები გველოდება, ყველა და ყველაფერი რომ შეუძლია დაჩრდილოს.

მე-16 ტურში, ორი სუპერ ჯახია: "სან სიროზე" "მილანი" "რომას" უმასპინძლებს, "სან პაოლოზე" კი "ნაპოლი" - "ინტერს".

შანსები თანაბარია
მერე რა, რომ "მილანი" კრიზისშია, "რომა" კი მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლად ასპარეზობს - როგორც დედაქალაქელთა თავკაცმა რუდი გარსიამ განაცხადა, მოახლოებულ პაექრობაში შანსები აბსოლუტურად თანაბარია.

გარსია არ იპრანჭება
- მართლაც ვერ დავიჩემებთ, რომ "რომა" "სან სიროზე" ფავორიტის რანგში ჩადის - "მილანი" მაინც "მილანია", რომელსაც საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

მასიმილიანო ალეგრი კვლავ 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ მარიო ბალოტელის მოედნის სიღრმიდან კაკას და ვალტერ ბირსას მიახმარს.

სტეფან ელ შაარავის მიკროტრავმა აქვს და ბოლო ინფორმაციით, ამ მნიშვნელოვან პაექრობას გამოტოვებს.

თუმცა, მთავარი ამბავი მაინც "რომას" ბანაკიდან მოვიდა - ფრანჩესკო ტოტი სრულ მზადყოფნაშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "როსონერის" პირველივე წუთებიდან შეუტევს.

რომაელები კაპიტანს დიდხანს ელოდნენ და ეს ნანატრი დღეც ახლოვდება. მოკლედ, "რომას" შეტევაში ისევ ეყოლება ჟერვინიო - ტოტის ტანდემი...

ჩემპიონთა ლიგის გადამკიდე, მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო კომენტარებისთვის არ ეცალა, გარსიამ კი მეტოქე შეაქო და განაცხადა, რომ კრიზისში მყოფი "მილანი" შესაძლოა კიდევ უფრო საშიში იყოს, ვიდრე ლიდერთა შორის მყოფი და დალხენილი. ვნახოთ.

მატჩი 6 ქულისთვის
"სან პაოლოზე" ერთმანეთის პირისპირ "ნაპოლი" და "ინტერი" წარდგებიან. თუ რაფაელ ბენიტესის გუნდი გაიმარჯვებს, მილანურ გრანდს მთელი 7 ქულით გაუსწრებს და ამით, ლიდერთა ტრიოს კიდევ უფრო გამოკვეთავს, ვალტერ მაცარის გუნდის გამარჯვების შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბება.

მწვრთნელები ვახსენეთ და არ უნდა აგვერიოს - დღეს, რაფაელ ბენიტესი "ნაპოლის" თავკაცია, ვალტერ მაცარი კი "ინტერის" - არადა, სულ ახლოს წარსულში, პირიქით იყო.

ბუნებრივია, ეს ფაქტორი მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს, განსაკუთრენულად საინტერესო კი მაინც მაცარის ნეაპოლში დაბრუნებაა; რთული სათქმელია, როგორ მიიღებენ მას ნეაპოლიტანელი ტიფოზები.

"ნაპოლის" მთავარი დანაკლისი მარეკ ჰამშიკია, "ინტერს" კი უკვე დიდი ხანია, დიეგო მილიტო აკლია. მთლიანობაში, გუნდები ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშებენ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

იტალია. სერია A. XVI ტური
14 დეკემბერი
კატანია-ვერონა 21.00
დისკვალიფიკაცია: იანკოვიჩი (ვერონა).
ტრავმა: ისკო, ბირაგი, ალმირონი, ბელუში, ბერგესიო - ჩირილიანო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=4-2, (10-6)

15 დეკემბერი
ნეაპოლი. "სან პაოლო". 23:45
ნაპოლი-ინტერი
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ცუნიგა, ჰამშიკი - კივუ, მილიტო, მარიგა, სამუელი, კუზმანოვიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +9=4-13, (27-34)
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო - ბერამი, ინლერი - კალეხონი, პანდევი, მერტენსი - იგუაინი.
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, ტაიდერი, კამბიასო, ძანეტი - ალვარესი, გუარინი - პალასიო.

კიევო-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: დრამე (კიევო).
ტრავმა: კალელო, კლეიტონი - ბარილა, კასტელინი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +3=10-9, (17-27)

ფიორენტინა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: ამბროზინი (ფიორენტინა).
ტრავმა: გომესი, აგაცი, ვეჩინო - კერუბინი, პერესი, სორენსენი, მოსკარდელი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +8=11-5, (29-26)

ჯენოა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: მანფრედინი - კაცოლა.
ტრავმა: ზე ედუარდო, პორტანოვა, კუჩკა, სანტანა - სტენდარდო, იეპესი, რაიმონდი, დელ გროსო, ბელინი, ბონავენტურა.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=4-7, (18-20)

ლაციო-ლივორნო 18.00
დისკვალიფიკაცია: მაური - დე ლუჩა.
ტრავმა: გონსალესი, პერეირინია - ბოტა, პიჩინი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +7=1-2, (18-8)

პარმა-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: პაროლო - კონტი.
ტრავმა: პავარინი, გალოპა, გარგანო - იბარბო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +14=6-8, (44-31)

უდინეზე-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: დომიცი - ჟილე.
ტრავმა: რანიჯი, მურიელი, ბუბნიჩი - ლარონდო, ბოვო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=5-4, (19-15)

იუვენტუსი-სასუოლო 21.30
დისკვალიფიკაცია: მარკიზიო - ბერარდი.
ტრავმა: პეპე - ტერანოვა, გომესი, ფარიასი.
ბოლო 6 შეხვედრა
6-0-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

16 დეკემბერი
მილანი-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: პიანიჩი (რომა).
ტრავმა: პაცინი, ამელია, სილვესტრი, რობინიო, აბატე, ელ შაარავი - ბალცარეტი, ბორიელო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +15=14-13, (50-52)

ბომბარდირები: 12 - როსი (ფიორენტინა); 9 - პალასიო (ინტერი); 8 - ჩერჩი (ტორინო); 7 - ტევესი (იუვენტუსი), ბერარდი (სასუოლო), კალეხონი (ნაპოლი), იგუაინი (ნაპოლი), ფრელო (ვერონა), ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული