რუდის გარსია: "იუვენტუსთან" რომც წავაგოთ, ეს ტრაგედია არ იქნება

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ 5 იანვარს, იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, ტურინის "იუვენტუსთან" გასამართი მატჩის წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის დამარცხებაც არ იქნება ტრაგედია.

ამასთან, ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რომაელები ტურინში მოსაგებად ჩადიან.

"ეს შეხვედრა პასუხს გასცემს კითხვას, ვინაა ძლიერი. ორივე გუნდს აქვს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები.

"რომასთვის" მოგება ძალიან მნიშვნელოვანია და ტურინში სამი ქულისთვის ჩავდივართ. თუმცა, ფრე ან თუნდაც წაგება ჩვენთვის ტრაგედია არ იქნება. მთელი წრე ჯერ კიდევ წინაა.

"იუვენტუსი" ამ სეზონში მორიგ სკუდეტოზეა დაგეშილი. რაც შეეხება
ანტონიო კონტეს, მას პატივს ვცემ. ახალი განა რა უნდა ვთქვა, ყველაფერზე ხომ მიღწეული შედეგები მეტყველებს", - თქვა გარსიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული