იტალია. სერია A. XXI ტური: "ლაციომ" "რომას" საქმე გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
21-ე ტურში “იუვენტუსის" შთამბეჭდავი მოგებათა სერია შეწყდა, ეს ამბავი კი მარადიულ ქალაქში, "ლაციოსთან" პაექრობისას მოხდა. შაბათს "ნაპოლიმაც" დაკარგა ქულები და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის.

ბუფონის უიღბლო დღე
მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონმა მიროსლავ კლოზეს მოტყუება განიზრახა, ბურთი დაკარგა და გერმანელ ფორვარდს ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შანსი მისცა - მიროს დარტყმული სასწაულებრივად ასცდა კარის ჩარჩოს.

თუმცა იმ დღეს ჯიჯის კარგი არაფერი ეწერა - ტაიმის შუაწელზე კლოზე მინდორზე დასცა, ბოლო იმედის
ჯარიმა "აიკიდა" და წითელი ბარათიც მიიღო. "იუვენტუსი" 10 ფეხბურთელით დარჩა, ანტონიო კანდრევამ კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ტაიმის დარჩენილი დროც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ რომაელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, საქმეს ანტრაქტამდე მოათავებდნენ.

მეორე ნახევარში "იუვენტუსი" გონს მოვიდა, გააქტიურდა და მეტოქის ნახევარზე "დასახლდა". განსაკუთრებით სახიფათო ფერნანდო ლორენტე გახლდათ, რომელიც ყველაზე რთულ ბურთებსაც იმორჩილებდა და "იუვეს" შეტევებს სწორ მიმართულებას აძლევდა.

მატჩის დაწყებიდან ერთი საათი იყო გასული, როდესაც ტურინელებმა გამათანაბრებელი გაიტანეს და თავი სწორედ ესპანელმა გამოიჩინა: კარლოს ტევესმა შესანიშნავი გადაცემით შეტევაში შტეფან ლიხტშტაინერი ჩართო, მისი ჩაწოდების შემდეგ კი ფერნანდომ ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა მეტოქის კარის ჩარჩოში - 1:1. აღსანიშნავია, რომ ლორენტემ ურთულესი დარტყმა შეასრულა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მეორე სართულზე თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

"იუვენტუსი" კაცნაკლული იყო და რომაელებიც დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ანტონიო კანდრევა და ერნანესი, რომლებსაც არაერთხელ შეეძლოთ გატანა. უნდა აღვნიშნოთ მარკო სტორარის კარგი თამაში, რომელმაც ერთ ეპიზოდში სულაც არაადამიანური რეაქცია გამოავლინა და გუნდი თითქოს გარდაუვალი გოლისგან იხსნა. მოკლედ, "იუვენტუსმა" ორი ქულა დაკარგა, თუმცა, თუ მატჩის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ, შედეგს ტურინელთათვის ურიგო არ ეთქმის.

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "ჩვენ გვინდოდა მოგება მაშინაც, როდესაც ვიყავით თერთმეტნი და მას შემდეგაც, როდესაც ბუფონი გაგვიგდეს. "იუვეს" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მადლობა შეგირდებს, რომლებმაც ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს.

რატომ ჩაიშალა მირკო ვუჩინიჩის და ფრედი გუარინის ბარტერი? - ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ და საერთოდაც, სეზონის ბოლომდე პრესკონფერენციას აღარ გავმართავ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრობლემა ბოლო ფაზაში

"ნაპოლიმ" "კიევოს" უმასპინძლა და რა გასაკვირია, რომ მთელი თამაში შეტევებში გალია. თუმცა მარტო შეტევები რას გარგია, თუ მატჩი ვერ მოიგე და ჰაერივით საჭირო ქულები დაკარგე?! პირველი ტაიმი დაახლოებით 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ვერონელებმა გახსნეს ანგარიში და შემდეგ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ. სამხრეთელებმა უამრავი მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, მაგრამ მხოლოდ ერთ გოლს გამორჩნენ - 88-ე წუთზე თავი რაულ ალბიოლმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეაპოლელებმა თამაში შეტევაში გალიეს - სამჯერ ძელს მოარტყეს ბურთი, უამრავი დარტყმა ააცილეს მიზანს და რამდენჯერმე ვერონელთა გოლკიპერმაც ივარგა. ნამატჩევს, რაფაელ ბენიტესმა მომენტების რეალიზებაზე გაამახვილა ყურადღება:

"უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ. მომენტების რეალიზებაში გვიჭირს და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. სამჯერ მოხვდა ბურთი ძელს და ერთხელ მაინც რომ შესულიყო კარში, არა "ნაპოლის" კრიზისზე, არამედ აღმასვლაზე ვისაუბრებდით. ასე რომ, ერთი მატჩით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება არ ღირს"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რომას" ტური
"რომასთვის" ტური იდეალური გამოდგა - "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" ქულები დაკარგეს, რუდი გარსიას გუნდმა კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამრიგად, "ჯალოროსი" ლიდერს მიუახლოვდა, მდევარს კი უფრო სოლიდური ფორით გაუსწრო.

"რომამ" უპირატესობით წარმართა "ვერონასთან" მატჩი და დამსახურებულად გაიმარჯვა. გარსიამ შეტევაში ჟერვინიო, ადემ ლიაიჩი და მატია დესტრო გაამწესა, ფრანჩესკო ტოტი კი ამჯერად თადარიგში დარჩა. თუმცა ტოტიმ თავისი მაინც გააკეთა და შეცვლაზე შესულმა ზუსტი თერთმეტმეტრიანი შეასრულა. ჩესკომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, იქამდე კი რომაელთაგან სწორედ ლიაიჩი და ჟერვინიო გამოირჩნენ. ამრიგად, "რომამ" მორიგი მატჩი მოიგო და აღარც სკუდეტო ჩანს ისე შორს, როგორც უქმეებამდე.

"მილანმა" კიდევ ერთი მატჩი მოიგო ბოლო წუთებზე და პრაქტიკულად, წაგებული თამაში გადაარჩინა. კლარენს ზეედორფის შეგირდები სარდინიაზე აგებდნენ, მაგრამ ჯერ მარიო ბალოტელიმ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ჯამპაოლო პაცინიმ გაიბრწყინა და "როსონერის" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა. როგორც ჩანს, ზეედორფი სიტყვას შეასრულებს - ჰოლანდიელი დაგვპირდა, რომ მისი "მილანი" შეუტევს და ასე იყო "კალიარისთან" პაექრობაში.

აი, "ინტერმა კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი - ამჯერად, ვალტერ მაცარის გუნდმა "კატანია" ვერ გატეხა, გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. XXI ტური

ნაპოლი-კიევო 1:1
გოლები: 0:1 სარდო (18), 1:1 ალბიოლი (88).
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო (79. ინსინიე), ალბიოლი, ბრიტოსი, რევეილერი - ინლერი, ჯემაილი (55. ფრელო) - ჰამშიკი, კალეხონი, მერტენსი - იგუაინი.
კიევო (3-5-2): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი - სარდო, დრამე, ჰეტემაი, ბენტივოლიო (72. რადოვანოვიჩი), რიგონი - თერეუ, პალოსკი (79. ესტიგარიბია).
გაფრთხილება: მაჯო - დაინელი, ცეზარი.
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 17-2 (4-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 40 000

ლაციო-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 კანდრევა (27-პენ.), 1:1 ლორენტე (60).
ლაციო (3-4-2-1): ბერიშა - ცანა, ბიავა, დიასი - კავანდა (63. გონსალესი), ლედესმა, ბილია, კონკო - კანდრევა (84. კეიტა), ერნანესი - კლოზე.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, ოგბონა - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (25. სტორარი) - ტევესი, ლორენტე.
გაფრთხილება: ბიავა - ბონუჩი.
გაძევება: ბუფონი (24. იუვენტუსი).
კუთხური: 0-7; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-7 (3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 50 000

ვერონა-რომა 1:3
გოლები: 0:1 ლიაიჩი (45), 1:1 ალფრედსონი (49), 1:2 ჟერვინიო (60), 1:3 ტოტი (83-პენ.).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, გონსალესი, მარკეტი, მაიეტა (39. დონადელი) - რომულო, დონატი, ალფრედსონი - გომესი (68. მარტინიო), იტურბე, ტონი.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, კასტანი, ტოროსიდისი - სტროტმანი, ნაინგოლანი (76. პიანიჩი), დე როსი - ლიაიჩი (64. ფლორენცი), ჟერვინიო, დესტრო (76. ტოტი).
გაფრთხილება: მარკესი. ალფრედსონი - ნაინგოლანი, დესტრო.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5-15 (3-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 25 000

კალიარი-მილანი 1:2
გოლები: 1:0 საუ (28), 1:1 ბალოტელი (87), 1:2 პაცინი (89).
კალიარი (3-4-1-2): ავრამოვი - პიზანო, როსეტინი, ასტორი - მურუ, დესენა, ეკდალი (76. ერიკსონი), კონტი - კოსუ - საუ (69. კაბრერა), პინილია.
მილანი (4-2-3-1): ამელია - დე შილიო, რამი, ბონერა, ემანუელსონი (77. აბატე) - დე იონგი (69. მუნტარი), მონტოლივო - ჰონდა, რობინიო (61. პაცინი), კაკა - ბალოტელი.
გაფრთხილება: კონტი, კოსუ - ბალოტელი.
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 5-17 (1-8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 6 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინტერი-კატანია 0:0
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი (80. ბოტა) - ჯონატანი, კუზმანოვიჩი (46. კოვაჩიჩი), კამბიასო (61. ტაიდერი), ნაგატომო - ალვარესი, პალასიო - მილიტო.
კატანია (3-5-2): ფრიზონი - ბელუში (66. გომბერი), ლეგროტალიე, როლინი - ბირაგი, ისკო, რინაუდო, პერუცი (73. ალმირონი), ლოდი - ლეტო (69. კასტრო), ბერგესიო.
გაფრთხილება: კუზმანოვიჩი - ლეგროტალიე, რინაუდო.
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-5 (3-0); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 45 000

ლივორნო-სასუოლო 3:1
გოლები: 1:0 გრეკო (4), 2:0 პაულინიო (11), 3:0 ბენასი (26), 3:1 ბერარდი (28-პენ.).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, ემერსონი, კოდა - ბენასი, მბაიე, გრეკო (74. დუნკანი), ლუჩი, კასტელინი - ემეგარა (70. სილიგარდი), პაულინიო.
სასუოლო (4-3-3): პეგოლო - როზი, ანტეი, მანფრედინი, ლონგი (77. ციგლერი) - ბიონდინი, ჩიბსა (52. ფლორო ფლორესი), მარონე - ბერარდი, ძაძა, სანსონე (64. ფარიასი).
გაფრთხილება: ბარდი, კოდა, გრეკო - როზი, ანტეი, მანფრედინი, ბიონდინი, ბერარდი, ძაძა.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-8 (3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 16 000

პარმა-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 ამაური (35).
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ფელიპე, პალეტა - გობი, გარგანო, მარკიონი (87. ხოსე მაური), პაროლო, ასკუა (78. ბიაბიანი) - კასანო, ამაური (65. პალადინო).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერტო, დანილო, ბუბნიჩი - ვიდმერი, ალანი (70. მაიკოსუელი), ბადუ, დუგლას სანტოსი (29. პინცი) - პერეირა, ლოპესი - მურიელი (79. დი ნატალე).
გაფრთხილება: ფელიპე, ასკუა, პაროლო - ბადუ, ალანი.
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-4(5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 18 000

სამპდორია-ბოლონია 1:1
გოლები: 1:0 გაბიადინი (61), 1:1 დიამანტი (90-პენ.).
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, დე სილვესტრი, კოსტა - ობიანგი, პალომბო - კრსტიჩიჩი (79. რენანი), გაბიადინი (89. სანსონე), სორიანო - ედერი.
ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, კერუბინი (79. მანტოვანი) - გარიჩი, ხრისტოდოლოპულოსი, პაციენცა, პერესი, მორლეო (65. აკვაფრესკა) - დიამანტი - ბიანკი.
გაფრთხილება: დე სილვესტრი, კოსტა, ობიანგი, გაბიადინი - ბიანკი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 11-12 (5-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 22 000

ტორინო-ატალანტა 1:0
გოლი: 1:0 ჩერჩი (60-პენ.).
ტორინო (3-4-1-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, მაზიელო, ვივესი, ფარნერუდი (51. ბრიგი) - ელ ქადური (82. ბაშა) - ჩერჩი (71. მეჯორინი), იმობილე.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბენალუანი (79. დე ლუკა), იეპესი, სტენდარდო, ბრივიო - რაიმონდი, ჩიგარინი, ბონავენტურა, კარმონა - ბრიენცა (68. მორალესი) - ლივაია (56. დენისი).
გაფრთხილება: პადელი, მაქსიმოვიჩი, ვივესი, მაზიელო - კონსილი, ბენალუანი, იეპესი, კარმონა.
გაძევება: ბრივიო (90. ატალანტა).
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-9(4-2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

ფიორენტინა-ჯენოა 3:3
გოლები: 0:1 ჯილარდინო (27-პენ.), 1:1 აკვილანი (33-პენ.), 1:2 ანტონინი (34), 2:2 აკვილანი (42), 3:2 აკვილანი (57), 3:3 დე მაიო (77).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - რონკალია, კომპერი, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი (74. ანდერსონი), პისარო, ამბროზინი (55. ფერნანდესი) - ხოაკინი, კუადრადო (81. მატოსი), მატრი.
ჯენოა (4-5-1): პერინი - ანტონინი, დე მაიო, ბურდისო, მარკეზე (61. ფეტფატციდისი) - კონატე (82. კოფიე), მათუზალემი, ანტონელი, დე ჩელიე (71. სტოიანი), ბერტოლაჩი - ჯილარდინო.
გაფრთხილება: კუადრადო - დე მაიო, ბერტოლაჩი.
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-6(4-3); ბურთის ფლობა: 59%-51%.
მაყურებელი: 30 000

ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - როდრიგო პალასიო (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ტორინო), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ალესიო ჩერჩი (ტორინო).

მომდევნო ტური
1 თებერვალი:
კალიარი-ფიორენტინა, ბოლონია-უდინეზე, მილანი-ტორინო;

2 თებერვალი:
ჯენოა-სამპდორია, სასუოლო-ვერონა, კიევო-ლაციო, კატანია-ლივორნო, ატალანტა-ნაპოლი, რომა-პარმა, იუვენტუსი-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული