უკეთესი "ინტერი"
"ინტერთან" პაექრობას "ფიორენტინა" საკადრო პრობლემებით შეხვდა: ჯუზეპე როსი დიდი ხანია, მკურნალობს, მარიო გომესი კი დაბრუნდა, მაგრამ ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება; ამ ყველაფერს კი ბორხა ვალეროს დისკვალიფიკაცია დაემატა. მოკლედ, "ვიოლას" შემტევი პოტენციალი აშკარად შესუსტებული იყო, რაც თამაშზე შესაბამისად აისახა. ფლორენციელთაგან ყველაზე აქტიური ხუან კუადრადო გახლდათ, რომელმაც გაიტანა კიდეც
რაც შეეხება "ინტერს", გუნდს ძალიან მოუხდა ერნანესი, რომელმაც შუა ხაზს წონა შემატა. ბრაზილიელის წყალობით, მილანელები უფრო მეტად ფლობენ ბურთს და შეტევებიც უფრო მრავალფეროვანი აქვთ. მოკლედ, ერნანესის ტრანსფერი ჯერჯერობით ამართლებს. "ინტერმა" აშკარად დაძლია მცირე კრიზისი და მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო.
მთლიანობაში, მილანელებმა უკეთ ითამაშეს, დაცვაშიც საიმედოდ იდგნენ და შეტევებიც უკეთესი გამოსდიოდათ. მატჩის 34-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტუმრებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის კულმინაცია ფრედი გუარინის დიდებული პასი და როდრიგო პალასიოს უზუსტესი დარტყმა გახლდათ, 0:1.
ტაიმი "ინტერის" უპირატესობით დაიწყო, მეორე ნახევრის სტარტზე კი ფლორენციელებმა გაქვითეს ანგარიში - ხუან კუადრადომ დაახლოებით 20 მეტრიდან გაისროლა და სამირ ჰანდანოვიჩის არცთუ დამაჯერებელი ნახტომის წყალობით, თანაფარდობა აღადგინა, 1:1.
55-ე წუთზე ვალტერ მაცარიმ მაურო იკარდი ჩართო თამაშში და ეს ცვლილება გადამწყვეტი აღმოჩნდა - 65-ე წუთზე ახალგაზრდა ფორვარდმა მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს ფეხი დაუხვედრა და ბადეში გაახვია - 1:2. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იკარდიმ ოდნავ თამაშგარე მდგომარეობიდან იხეირა და არბიტრს გოლის გაუქმება ჰმართებდა. თუმცა "ინტერმა" უკეთ ითამაშა და მთლიანობაში, გამარჯვება დაიმსახურა.
ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რაშიც მსაჯმაც შეიტანა წვლილი. იკარდიმ აშკარა თამაშგარედან გაიტანა და გაუგებარია, რატომ გამოეპარა ეს ლაინსმენს. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და დროა, მომდევნო პაექრობაზე ვიფიქროთ. საწყენია ისიც, რომ კუადრადომ, გონსალომ და ვარგასმა ტრავმები მიიღეს. იმედია, საგანგაშო არაფერია".
ვალტერ მაცარი (ინტერი): "უნაკლოდ ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ ბევრიც გამოგვივიდა. უნდა გავაგრძელოთ შრომა და პროგრესირება. ფლორენციაში მოგება ძალიან რთულია და ჩვენ ეს შევძელით. მიზანი? - ყოველი მომდევნო მატჩის მოგება".
სუპერმარიო
"მილანმა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ გენერალური რეპეტიცია გაიარა და საკუთარ კედლებში, "ბოლონიას" უმასპინძლა. თავიდანვე ვთქვათ, რომ "როსონერიმ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და ალბათ, არც იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ ის, რაც 86-ე წუთზე მოხდა, ნამდვილად ერთ რამედ ღირს.
მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ და ისეთი პირი უჩანდა, რომ კლარენს ზეედორფის გუნდს მორიგი ქულები უნდა დაეკარგა - ამ დროს ბურთი მარიო ბალოტელიმ მიიღო და დაახლოებით 30-35 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის "ცხრიანი" დალაშქრა - 1:0. ამ საოცარმა გოლმა ტრიბუნებზე შეკრებილი ქომაგები ექსტაზში მოიყვანა, თუმცა სუპერმარიოს ერთი ჯადოსნური დარტყმა პრობლემებს ვერ მოაგვარებს - თუ "როსონერი" "ატლეტიკოს" ასეთ თამაშს დაუპირისპირებს, კარგი დღე ნამდვილად არ დაადგება. ამაზე თავად ბალოტელის სიტყვები მეტყველებს:
"ნეაპოლში ჩემი დღე არ იყო, "ბოლონიასთან" კი უკეთ ვითამაშე და კარგი გოლიც გავიტანე. როდესაც კარს ავხედე, მივხვდი, რომ უნდა დამერტყა და საბედნიეროდ, ბურთმა მიზანს უწია. ისე კი, ზეედორფს დავეთანხმები, ცუდად ვითამაშეთ და თუ მომავალშიც გვსურს ქულების მოპოვება, ხარვეზები უნდა აღმოვფხვრათ".
"იუვე" და "ნაპოლი" სრული სვლით
"იუვენტუსმა" "კიევოს" უმასპინძლა და მეტოქე ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა - 3:1. იყო მომენტი, როცა ვერონელებმა ანგარიშის გაქვითვაც კი სცადეს, მაგრამ მთლიანობაში, ტურინელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ანტონიო კონტემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კარლოს ტევესის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში სებასტიან ჯოვინკო დააყენა - სებამ ბევრი ირბინა და მოინდომა, მაგრამ საქმე უფრო მის მეწყვილე, ფერნანდო ლორენტეს გამოუვიდა. ესპანელთან ერთად, გოლები კვადვო ასამოამ და კლაუდიო მარკიზიომ გაიტანეს.
"ნაპოლიმ" "სასუოლოს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. რაფაელ ბენიტესმა ამჯერად საყრდენ ხაზში მოახდინა როტაცია და გიოკჰან ინლერის და ჟორჟინიო ფრელოს ნაცვლად, ბლერიმ ჯემაილის და ვალონ ბერამის დაეყრდნო. ესპანელს არც უნანია, პირველი გოლი სწორედ ჯემაილიმ გაიტანა, მეორე კი შეცვლაზე შესულმა ლორენცო ინსინიემ.
მოკლედ, "ნაპოლი" მოღონიერდა და "ფიორენტინას" მარცხის ფონზე მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები სამეულში.
ბოლოს "პარმას" პროგრესი აღვნიშნოთ - რობერტო დონადონის გუნდმა "ატალანტას" "გადაურბინა", ოთხი გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე აღზევდა, თუმცა 17 თებერვლის თამაშმა (ვერონა-ტორინო) შეიძლება ერთი საფეხურით ჩააჩოჩოს.
სერია A. XXIV ტური
მილანი-ბოლონია 1:0
გოლი: 1:0 ბალოტელი (86).
მილანი (4-2-3-1): აბიატი - დე შილიო, რამი, ძაკარდო, კონსტანტი - დე იონგი (63. მუნტარი), მონტოლივო - ჰონდა (66. პაცინი), კაკა (80. პოლი), ტაარაბტი - ბალოტელი.
ბოლონია (3-5-2): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, მანტოვანი - გარიჩი (88. მოსკარდელი), ხრისტოდოლოპულოსი, კრჰინი, პერესი (89. ფრიბერგი), მორლეო - კრისტალდო (84. ლაქსალტი), ბიანკი.
გაფრთხილება: ძაკარდო - ნასტალი, პერესი, ფრიბერგი.
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-8 (4-4); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 40 000
ფიორენტინა-ინტერი 1:2
გოლები: 0:1 პალასიო (34), 1:1 კუადრადო (47), 1:2 იკარდი (65).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - დიაკიტე, გონსალო (62. ტომოვიჩი), კომპერი - კუადრადო (79. მატრი), ფერნანდესი, პისარო, აკვილანი, ვარგასი - ხოაკინი (68. გომესი), ილიჩიჩი.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - როლანდო, სამუელი, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, კუზმანოვიჩი, ერნანესი, გუარინი (72. ტაიდერი), ნაგატომო (87. დამბროზიო) - პალასიო, მილიტო (55. იკარდი).
გაფრთხილება: აკვილანი, მატრი - სამუელი, ჯონათანი, როლანდო, გუარინი, პალასიო.
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-11 (4-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 000
კატანია-ლაციო 3:1
გოლები: 1:0 ისკო (1), 1:1 მაური (45), 2:1 სპოლი (48), 3:1 პერუცი (58).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პერუცი, ბელუში, სპოლი, ალვარესი - ისკო, ლოდი (83. პლაშილი), რინაუდო - ბარიენტოსი (16. კეკო), კასტრო (78. როლინი), ბერგესიო.
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო, დიასი, ბიავა (72. კეიტა), რადუ - ბილია (46. გონსალესი), მაური (72. პერეა), ლედესმა - კანდრევა, ლულიჩი, კლოზე.
გაფრთხილება: ბერგესიო, კეკო - კონკო, რადუ, ბილია, ლულიჩი.
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 19-22; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-10(4-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000
ატალანტა-პარმა 0:4
გოლები: 0:1 მოლინარო (9), 0:2 ბონავენტურა (74-საკ. კარში), 0:3 კასანო (77), 0:4 სკელოტო (90).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბენალუანი, იეპესი, სტენდარდო, ბრივიო - რაიმონდი (62. ლივაია), ბაზელი (74. მილიაჩო), ბონავენტურა, კარმონა (76. დე ლუკა) - მორალესი - დენისი.
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, პალეტა - ბიაბიანი, გარგანო (82. მუნარი), ასკუა (68. მარკიონი), პაროლო, მოლინარო - კასანო, პალადინო (69. სკელოტო).
გაფრთხილება: ბენალუანი, კარმონა - მოლინარო, პაროლო, ასკუა, სკელოტო.
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-12 (7-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 18 000
კალიარი-ლივორნო 1:2
გოლები: 0:1 ემერსონი (44), 0:2 პაულინიო (54-პენ.), 1:2 ნენე (64).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პერიკო, როსეტინი, დელ ფაბრო, მურუ (85. პინილია) - დესენა (56. იბარბო), ეკდალი, კონტი - კოსუ - საუ (63. ადრიანი), ნენე.
ლივორნო (3-5-2): ბარდი - კაჩატორე, ემერსონი, კოდა - ბენასი, მბაიე, დუნკანი (76. გრეკო), ლუჩი (33. ბიაჯანტი), მესბა - ემეგარა (67. ბელფოდილი), პაულინიო.
გაფრთხილება: ავრამოვი, ეკდალი, კოსუ - ბარდი, მბაიე, ბიაჯანტი.
გაძევება: ბენასი (90. ლივორნო).
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 21-23; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-12 (6-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 6 000
ჯენოა-უდინეზე 3:3
გოლები: 0:1 ბასტა (35), 0:2 ფერნანდესი (40), 1:2 კონატე (45), 1:3 მურიელი (48-პენ.), 2:3 ჯილარდინო (69), 3:3 ჯილარდინო (79).
ჯენოა (3-4-1-2): პერინი - პორტანოვა (68. კალაიო), ბურდისო, მარკეზე - მოტა, სტურარო, დე ჩელიე (54. ფეტფატციდისი), ანტონელი (79. დე მაიო) - მათუზალემი - კონატე, ჯილარდინო.
უდინეზე (3-4-2-1): სკუფეტი - ერტო, დანილო, დომიცი - ბასტა, ბადუ, ვიდმერი (84. გაბრიელ სილვა), იებდა, ფერნანდესი (71. ალანი) - პერეირა - მურიელი (87. დი ნატალე).
გაფრთხილება: ბურდისო, მათუზალემი, ჯილარდინო - ბასტა, ერტო, ვიდმერი, იებდა, პერეირა.
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-6 (4-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000
იუვენტუსი-კიევო 3:1
გოლები: 1:0 ასამოა (17), 2:0 მარკიზიო (28), 2:1 კასერესი (52-საკ. კარში), 3:1 ლორენტე (58).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ოგბონა - ლიხტშტაინერი, ვიდალი (85. პადოინი), მარკიზიო, პირლო, ასამოა - ჯოვინკო (71. ტევესი), ლორენტე (71. ოსვალდო).
კიევო (3-5-2): აგაცი - ფრეი, ბერნარდინი, კანინი - სარდო, ჰეტემაი, გუანა, რადოვანოვიჩი, დრამე (63. რუბინი) - თერეუ (78. ობინა), სტოიანი (46. პელისიერი).
გაფრთხილება: პირლო, ლორენტე, ჯოვინკო - ფრეი, გუანა.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-9 (6-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 38 000
სასუოლო-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ჯემაილი (37), 0:2 ინსინიე (55).
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - მენდესი, კანავარო, არიაუდო (82. ფლოკარი) - გაცოლა, ბრიგი, მარონე (67. ჩიბსა), ლონგი - ფლორო ფლორესი (62. ძაძა), ბერარდი, სანსონე.
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, გულამი - ბერამი (85. რადოშევიჩი), ჯემაილი - ჰამშიკი (80. ენრიკე), ინსინიე, მერტენსი - იგუაინი (70. პანდევი).
გაფრთხილება: არიაუდო, ლონგი, მარონე - ჯემაილი, ინსინიე, რადოშევიჩი.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 10-2; კარში დარტყმა: 7-12 (4-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 12 000
რომა-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 დესტრო (44), 2:0 პიანიჩი (54), 3:0 დესტრო (57).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი (55. რომანიოლი), ბენატია (73. დე როსი), კასტანი, ტოროსიდისი - სტროტმანი, პიანიჩი, ნაინგოლანი - ფლორენცი, ჟერვინიო, დესტრო (81. ბასტოსი).
სამპდორია (4-2-3-1): და კოშტა - დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი - პალომბო (64. პალომბო), კრსტიჩიჩი - სორიანო (85. ფორნაზიერი), გაბიადინი, ვსზოლეკი (56. ოკაკა) - ედერი.
გაფრთხილება: სტროტმანი, დესტრო - დე სილვესტრი.
გაძევება: გასტალდელო (80. სამპდორია).
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-5(5-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 50 000
17 თებერვალი
ვერონა-ტორინო 23:45
ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ჯენოა).
მომდევნო ტური
22 თებერვალი:
ბოლონია-რომა
23 თებერვალი:
ლივორნო-ვერონა, უდინეზე-ატალანტა, ინტერი-კალიარი, კიევო-კატანია, სამპდორია-მილანი, იუვენტუსი-ტორინო, ლაციო-სასუოლო
24 თებერვალი:
პარმა-ფიორენტინა, ნაპოლი-ჯენოა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"