სებასტიან ჯოვინკომ ამერიკული "ოქროს ბუცი" მიიღო

AutoSharing Option
სებასტიან ჯოვინკო MLS-ს იდეალურად მოერგო და პირველივე სეზონში ამერიკული "ოქროს ბუცი" მოიპოვა. 28 წლის იტალიელმა ფორვარდმა "ტორონტოს" რიგებში 33 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ საგოლე გადაცემას ამერიკაში გოლზე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და ბომბარდირის სტატუსიც მას ენიჭება, ვინც ამ ორი კრიტერიუმის ჯამში იქნება საუკეთესო.

შედეგად, ჯოვინკომ 38 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს მთელი 8 ქულით აჯობა. "კოლამბუსის" ფორვარდმა კეი კამარამ ასევე 22 გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 8 საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ სებასტიან
ჯოვინკომ MLS-ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა, რადგან ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია. იტალიელმა ფირვარდმა კრის ვონდოლოვსკის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 2012 წელს "სან ხოსეს" შემადგენლობაში 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სება ჯოვინკო ბოლო სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა და აცხადებს, რომ მისი იმედი ევროპის ჩემპიონატზეც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული