პაბლო ოსვალდოს შეყვარებული სცემეს და გაძარცვეს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელის, პაბლო ოსვალდოს მეგობარი გოგონა, მსახიობი ხიმენა ბარონი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ რაიონში სცემეს და გაძარცვეს.

პრესაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოსვალდომ გუნდის ვარჯიში გააცდინა.

Мinutouno.com-ის ცნობით, ბოროტმოქმედებმა ბარონის მანქანა გააჩერეს და ავტომობილის გასაღები მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ მათ ხიმენა მანქანიდან გადმოიყვანეს, სცემეს და ძვირფასი ნივთები წაართვეს.

ბოროტმოქმედებმა ლამაზმანის მანქანა გაიტაცეს და ამ დროისთვის მათზე ძებნაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ადრე ოსვალდო "ლეჩეში", "ფიორენტინაში", "ბოლონიაში", "ესპანიოლში", "რომაში", "საუთჰემპტონში", ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის "ინტერში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ჰგავს, კია საცემი ისე :D
asdasd
16:08 06-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული