Spiegel: კრიშტიანო რონალდომ გაუპატიურებული ქალი 375 ათასად "გააჩუმა"

AutoSharing Option
კომპანია Gestifute-ის საინფორმაციო საიტზე, რომელიც მადრიდის "რეალის" ვარსკლავის კრიშტიანო რონალდოს აგენტ ჟორჟე მენდეშს ეკუთვნის, გამოცემა Spiegel-ის სტატიის საპასუხოდ გამოქვენდა განცხადება.

გამოცემამ მანამდე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად რონალდომ 2010 წლის იანვარში 375 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, რათა სექსუალურ ძალადობაში ბრალდება თავიდან აერიდებინა.

"გერმანულმა გაზეთმა Spiegel-მა გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, სადაც რონალდოს ბრალდება გაუპატიურება, რომელიც თითქოს, რვა წლის წინ მოხდა. ეს ჟურნალისტური ფანტაზიის ნაყოფია. სავარაუდო მსხვერპლი იდენტიფიცირებაზე უარს ამბობს და ფაქტის დადასტურებისგან თავს იკავებს. სიუჟეტი დაფუძნებულია ხელმოუწერელ საბუთებსა და გამოგონილ წერილზე, რომელიც ვითომდა,
სავარაუდო მსხვერპლს გაუგზავნეს.

გამოცემის ინფორმაცია ტყუილია და რონალდო მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით იბრძოლებს მის წინააღმდეგ. ძალადობაში ბრალდება აღმაშფოთებელია და ის არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს", - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება Spiegel-ის სტატიას, მის თანახმად 32 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის მონაწილეობით ინციდენტი 2009 წლის 12 ივნისს, ლას-ვეგასში მოხდა, სადაც ძმასა და ბიძაშვილთან ერთად იმყოფებოდა. რონალდოს სავარაუდო სექსუალური მსხვერპლი სასამართლოში ჩივილს აპირებდა, მაგრამ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, კრიშტიანომ მას ჯამში 375 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, დუმილის სანაცვლოდ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
2009ში არ ვიცი მაგრამ რონალდომ "ბაიერნი" რომ გააუპატიურა რამდენიმე დღის უკან რატომ ეს არ აწუხებს გერმანულ გაზეთს.
ამაშია საქმე
14:20 15-04-2017
0
აბა გეიაო?
status quo
14:31 15-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული