L’Equipe-მა თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა თანამედროვეობის 50 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა გამოცემის 33-მა ჟურნალისტმა მიიღო.

პირველი ადგილი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ დაიკავა. ფრანგულმა გამოცემამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სპეციალისტმა 2008-იდან 2012 წლამდე პერიოდში "ბარსელონასთან" ერთად 14 ჯილდო მოიპოვა.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, მესამეზე კი - მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: კარლო ანჩელოტი (ბაიერნი), ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედი), მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ზინედინ ზი
დანი (რეალი), ლეონარდუ ჟარდიმი (მონაკო) და იურგენ კლოპი (ლივერპული).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული