პრემიერლიგა: პირველი ალჟილერი ასიანთა კლუბში
* მანუელ ლანსინიმ (ვესტ ჰემი) 14 ლონდონურ დერბიში 9 გოლის გატანა შეძლო. * ნ’გოლო კანტემ გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტ ორთაბრძოლაში (289) მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი პასის ჩაჭრა (235) მიითვალა.
* არსენ ვენგერმა (არსენალი) ჟოზე
* ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენს (არსენალი) ამ სეზონში 7 საგოლე პასი აქვს, იმდენი, რამდენიც ხუთ წინა სეზონში ერთად.
* დენი უელბეკმა (არსენალი) "მანჩესტერთან" ბოლო სამ დაპირისპირებაში გაიტანა.
* ჟოზე მოურინიოს აქამდე "არსენალის" წინააღმდეგ წაგება არ ჰქონდა სამწვრთნელო კარიერაში - 5 მოგება, 7 ფრე.
* "ლივერპულმა" ამ სეზონში 32-ჯერ დაარტყა "საუთჰემპტონის" კარისკენ და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
* ჯეიმს მილნერმა (ლივერპული) 2009 წლის მერე პირველად ვერ გაიტანა პენალტი პრემიერლიგაში.
* იურგენ კლოპმა 65 მატჩში, რაც "ლივერპულს" წვრთნის, 33 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 14 წააგო, სულ კი 117 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მისი შედეგი ბრენდან როჯერსის შედეგის იდენტურია.
* კრეიგ შექსპირი (ლესტერი) პრემიერლიგაში მხოლოდ მე-4 მწვრთნელია, ვინც პირველი ხუთი საშინაო მატჩი მოიგო პელეგრინის, ერიქსენისა და ანჩელოტის შემდეგ.
* ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგაში 60 გოლში მიიღო მონაწილეობა და ამ მხრივ "ლესტერში" პირველ ადგილზე გადავიდა, გაასწრო რა მაზი იზეტს.
* ჯერმეინ დეფომ (სანდერლენდი) პრემიერლიგაში 1 035-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.
* "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 8 გოლიდან 6 მცველებმა გაიტანეს.
* მამე დიუფმა (სტოკ სიტი) პრემიერლიგაში ზუსტად 365-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* სალომონ რონდონმა (ვესტ ბრომვიჩი) 19-ტურიანი პაუზის შემდეგ შეძლო გოლის გატანა.
* "სტოკ სიტიმ" პრემიერლიგაში გასვლაზე 629-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
* რიად მაჰრეზი გახდა პირველი ალჟილერი, ვინც პრემიერლიგაში 100 მატჩი ითამაშა.
* ნიკოლას ოტამენდის (მანჩესტერ სიტი) გოლი იყო მე-400 არგენტინული გოლი პრემიერლიგაში.
* კევინ დე ბრუინის 15 საგოლე პასი "სიტის" ფეხბურთელისთვის სეზონში რეკორდის გამეორებაა (დავიდ სილვა - 2011/12), თუმცა დე ბრუინს მისი დამხობისთვის კიდევ დარჩა დრო.
* დავიდ სილვას გოლი "სიტისთვის" უსწრაფესი პრემიერლიგური გოლია 2015 წლის თებერვლის (აგუერო) მერე.
ლა ლიგა: მესის 50
* პაბლო სარაბიამ (სევილია) ამ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა (8), ვიდრე წინა ხუთ სეზონში ერთად.* მიჩელის ხელმძღვანელობით "მალაგამ" ბოლო 7 ტურში 6 მატჩი მოიგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 29 ტურში.
* სანდრო რამირესმა უკვე 13 გოლი გაიტანა სეზონში. ეს საუკეთესო შედეგია "მალაგას" ფეხბურთელისთვის 2010/11 წლების სეზონის შემდეგ (რონდონი).
* ჟერარდ მორენომ (ესპანიოლი) ამ სეზონში 13 გოლი გაიტანა და ყველა საჯარიმოს ტერიტორიიდან.
* ლა ლიგაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს ახლა ორნიშნა ციფრი, როგორც გოლებში, ასევე საგოლე პასებში - ლუის სუარესს (27 და 12), ნეიმარსა (10/10) და პაბლო პიატის (10/10).
* ვორომ "მესტალიაზე" თამაშების 62,5% მოიგო.
* სიმონე ძაძამ (ვალენსია) სერია A-ში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში პირველად მოახერხა ერთ თამაშში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
* ესეკიელ გარაი (ვალენსია) გახდა მესამე მცველი ლა ლიგაში, ვინც ამ სეზონში დუბლი შეასრულა. წინა ორი ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი იყვნენ.
* ტეო ერნანდესმა (ალავესი) კარიერაში პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში.
* ტონი ადამსის "შედეგი" "გრანადას" თავკაცის პოსტზე - 5 თამაში, 5 წაგება, გოლები 1:13.
* ხამეს როდრიგესმა (რეალი) ამ სეზონში ნახევარმცველთა შორის ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 23.
* ლუის სუარესი (ბარსელონა) ლა ლიგაში გოლების რაოდენობით ჰრისტო სტოიჩკოვს გაუთანაბრდა, თუმცა ურუგვაელს 83 გოლის გასატანად 95 მატჩი ეყო, მაშინ, როცა ლეგენდარულ ბულგარელს 175 თამაშის ჩატარება დასჭირდა.
* "ბარსელონას" შემტევმა ტრიომ (მესი, სუარესი, ნეიმარი) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 100 გოლი გაიტანა.
* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) პირველმა მიაღწია 50 გატანილ გოლს.
* "ატლეტიკოს" არასოდეს წაუგია, როცა საულ ნიგესს გოლი გააქვს ლა ლიგაში - 21 მატჩი (19 მოგება, 2 ფრე).
* საულ ნიგესის გოლი ამ სეზონში "ატლეტიკოსთვის" მე-100 იყო ყველა შეჯიბრებაში.
* ხიხონის "სპორტინგმა" "ელ მონინონზე" ამ სეზონში პირველად შეინახა კარი "მშრალად".
* კიკე სეტიენის ხელში პირველად მოხდა, რომ "ლას პალმასმა" ზედიზედ ორ ტურში გოლი ვერ გაიტანა.
ბუნდესლიგა: ლაიპციგის რეკორდი
* ბრემენის "ვერდერმა" ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 8 ტურში სულ მცირე, ორი გოლის გატანა. * "ჰამბურგთან" ფრე "მაინცისთვის" ბუნდესლიგის ისტორიაში მე-100 ფრე იყო.
* აარონ ჰანტმა (ჰამბურგი) "მაინცს" 14 დაპირისპირებაში 7 გოლი გაუტანა.
* "ლაიპციგი" არის პირველი დებიუტანტი კლუბი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
* ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი 21 წლამდე ასაკის, ვინც ერთ სეზონში 18 და მეტი გოლი გაიტანა, დიტერ მიულერის (1974/75 - 24 გოლი) შემდეგ.
* ჰალილ ალთინთოფი (დარმშტადტი) 139-ჯერ შეცვალეს ბუნდესლიგის მატჩებში, მან ჯერალდ ასამოას შედეგი გაიმეორა.
* სვენ ბენდერმა (დორტმუნდი) ბუნდესლიგაში მე-100 გამარჯვება იზეიმა.
* "დარმშტადტი" მეცხრედ შეხვდა ბუნდესლიგის ლიდერს და ვერც ერთხელ შეძლო გამარჯვება.
* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) 8 გოლი გაიტანა. ერთ სეზონში კლუბში მასზე მეტი მხოლოდ ლოთარ ემერიხს (1965/66 - 31 გოლი) აქვს გატანილი.
* "დარმშტადტთან" მატჩის I ტაიმში "ბაიერნის" ათივე მინდვრის მოთამაშემ შეძლო მეტოქის კარისკენ ერთხელ მაინც დარტყმა.
* ფრანკ რიბერის (ბაიერნი) ანგარიშზე 11 საგოლე პასია, რაც მისთვის წინა ორი სეზონის მონაცემს ერთად სჯობს.
სერია A: ინტერის კრიზისი
* "ლაციოს" 6 გოლი 6-მა ფეხბურთელმა გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ "უდინეზეს" ფეხბურთელებმა შეძლეს 2009 წელს.* "ნაპოლისა" და "კალიარის" შეხვედრაში მხოლოდ 10-ჯერ დაირღვა თამაშის წესი, რაც ტურის რეკორდია.
* "რომამ" ჩემპიონატის ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 6 საგარეო მატჩის მოგება.
* "რომამ" "მილანს" მისსავე მოედანზე 4 გოლი პირველად გაუტანა 1935 წლის შემდეგ.
* გაბრიელ პალეტა (მილანი) პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში 4 წითელი ბარათი მიიღო.
* ედინ ჯეკო "რომას" პირველი ფეხბურთელია ენრიკე გუაიტას შემდეგ (1934/35), ვინც ერთ სეზონში 27 გოლი გაიტანა.
* ჩემპიონატის ბოლო 7 ტურში მილანის "ინტერზე" ნაკლები ქულა (2) არავის მოუპოვებია.
* ტურინის "იუვენტუსმა" 591-დღიანი მოგებათა სერია შეწყვიტა ჩემპიონატში.
* "ნაპოლიმ" ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 100 გოლი გაიტანა.
ლიგა 1: გოლი 14 წლის შემდეგ
* "სენტ ეტიენს" ამ ეტაპისთვის 50 ქულა აქვს, რაც ამ კლუბისთვის 2010/11 წლების სეზონის შემდეგ უარესი შედეგია. * მარიო ბალოტელიმ (ნიცა) უკვე 15 გოლი გაიტანა, რაც ერთ სეზონში მის საფეხბურთო კარიერაში რეკორდია.
* პატრის ევრამ (მარსელი) ლიგა 1-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა, პირველად 2003 წლის შემდეგ.
* დიმიტრი პაიემ ბაფეტიმბი გომისს გოლი 2008 წლის შემდეგ პირველად გაატანინა.
* "ლიონის" სასარგებლოდ ამ სეზონში ყველაზე მეტი, 14 პენალტი დაინიშნა.
* ედინსონ კავანის ახლა ლიგა 1-ში პსჟ-ის მაისურით 86 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა.
* მარკო ვერატის ხუთივე გოლი ლიგა 1-ში "პარკ დე პრენსზე" გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"