"მატჩაპური" კონფედერაციათა თასისთვის - რუსეთის კაფე-ბარებში საფირმო კერძი გამოჩნდა

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, რუსეთში კონფედერაციათა თასის 2017 წლის გათამაშება დაიწყება. ტურნირს, რომელშიც მასპინძლებთან ერთად, მსოფლიოს კიდევ შვიდი ნაკრები ითამაშებს, ოთხი ქალაქი: მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, ყაზანი და სოჭი უმასპინძლებს.

- კონფედერაციათა თასი 2017: კონტინენტების მეათე ჯახი

მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობისთვის რუსეთში, რომელმაც გაისად მსოფლიოს ჩემპიონატიც უნდა ჩაატაროს, განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აი, ქალაქ ყაზანში, კაფე-ბარების ერთ-ერთმა ქსელმა კი ამ ღირშესანიშნავ მოვლენას სულაც საფირმო კერძი მიუძღვნა - "მატჩაპური", რომელიც აჭარული ხაჭაპურის ნაირსახეობაა.

კაფე-ბარი გულშემატკივრებს ტურნირის მიმდინარეობისას (17 ივნისდან 2 ივლისამდე) ფეხბურთის ყურებასა და "მატჩაპურის"
დაგემოვნებას სთავაზობს, რომელიც ფორმით საფეხბურთო სტადიონის მსგავსია, "გულში" კი 11 კვერცხი აქვს ჩაყოლებული.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა არ უნდა დარჩეს, უნდა გაეგზავნოს საპროტესტო ნოტა რუსეთისფედერაციის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს, ამასთან პარალელურ რეჟიმში შევიდეს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში რათა დაუყონებლივ ამოიღონ დაკნინებული სახელი რესტორნის ქსელის მენიუდან. აუცილებელია აბაშიძის ადგილზე ჩასვლა დაუმაღლეს პირებთან მოლაპარაკებების წარმოება....

ეშმაკმაც დალახვროს როგორ გაბედეს ))))
Naci - s
19:51 17-06-2017
0
რუსები ისეთი უზარმაზეცი ერია რომ ლომონოსოვის გამოგონილი ვოდკის გარდა ეროვნული არაფერი გააჩნიათ და მეტი რაღა დარჩენიათ?
რუსეთუმეებს: ბორშჩი და სალა უკრაინულია და პილმენი კი ჩინური.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული