ის ვერასოდეს შეძლებს ფიქრს, ლაპარაკსა და ჭამას... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივლისს, "აიაქსისა" და "ვერდერის" ამხანაგურ მატჩისას ჰოლანდიური კლუბის ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური მოულოდნელად მოცელილივით დაეცა. 20 წლის ფეხბურთელი სასწრაფოდ ვერტმფრენით გადააფრინეს უახლოეს კლინიკაში. მაშინ ეგონათ, რომ დავარდნის მიზეზი გულის არითმია იყო.

მეორე დღეს მედია სასიხარულო ამბებს ავრცელებდა, რომ ნურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

11 ივლისის დასკვნით, 20 წლის ფეხბურთელს გულს პრობლემა არ ჰქონია. ითქვა, რომ ის ხელოვნულ კომაშია. მისი ტვინის ფუნქციონირებას კი მას მერე შეამოწმებდნენ, რაც ნურის გონება დაუბრუნდებოდა...

ცუდს, თითქოს, აღარ ელოდნენ, მაგრამ...

ექიმებმა მისი კომიდან ნელ–ნელა გამოყვანა დაგეგმეს,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ტვინს ისეთი დაზიანება აქვს, რომლის აღდგენაც უკვე შეუძლებელია.

ნური კომიდან რომც გამოვიდეს, მას არ შეეძლება ფიქრი, ხალხის ცნობა, ჭამა, ლაპარაკი. აღარაფერს ვამბობთ გადაადგილებაზე.

"ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რაც შეგვეძლო გაგვეგო, - განაცხადა ედვინ ვან დერ სარმა. - ის ასეთი ნიჭიერი და კეთილი ბიჭია. ნამდვილი სპორტსმენი, რომელმაც უკვე ბევრჯერ მოხიბლა "აიაქსის" ფანები".

ჰაკიმ ზიეხი, რომელიც მისი კონკურენტი იყო სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, გაოგნებულია, ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და ერთ ოთახში ცხოვრობენ ბაზაზე: "ის ჩემი უმცროსი ძმაა".

მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი აბდელჰაკ ნური 2015 წელს გადაიყვანეს "აიაქსის" პირველ გუნდში. მან სულ 9 მატჩი ჩაატარა პირველი გუნდის შემადგენლობაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთის მამებო!უარი თქვით გლადიატორულ ფეხბურთზე თორემ მომავალში ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდება,რადგან ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის,როცა ფიზიკური დატვირთები შესაძლებლობების ზღვარს ცდება ფატალური შედეგებიც არ აყოვნებს,ამ დროისთვის სხეულის ყველა ორგანო გადამწვარია,განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემა,რაც იწვევს გულის კუნთის მუშაობის შეწყვეტას.სწორედ ამ მიზეზით მოედანზე გარდაიცვალა კენიელი ფეხბურთელი და არა მარტო კენიელი,თუ არ ვცდები ქართველი ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოდან იყო,ჭელიძეც ამის გამო გარდაიცვალა.ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის,ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ფიზიკურ დატვირთვას.
ფეხბურთის ბოსებო ფეხბურთის დასამარებას ჯობს თქვენი ჯიბეები შეათხელოთ,რომ ნამდვილი ფეხბურთი გადარჩეს.
ზასტაველი
09:31 15-07-2017
0
ზასტაველი-ო. სადაც დიდი ფული ტრიალებს, იქ ყველაფერი მოსულია. ეს არა მარტო სპორტში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში ასეა. ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს მეორედ მოსვლის გარდა, რომელიც არც ისე შორსაა. რაღა დროს ლამაზ ფეხბურთზე საუბარია!!! სამწუხაროდ, ახლა მთავარია შედეგია.
nodo
16:53 14-07-2017
0

სიახლეები პოპულარული