ზიკო: ეს ესპანეთი 1982 წლის ბრაზილიას მაგონებს

AutoSharing Option
ბრაზილიურ პრესაში ლეგენდარულმა ზიკომ ესპანეთის ნაკრების დღევანდელი თამაში გაანალიზა და დაასკვნა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ყველაზე ახლოს 1982 წლის მუნდიალის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებს წააგავს.

"ესპანელთა ამ გუნდისა და ჩვენი 1982 წლის ნაკრების შედარება მართლაც საინტერესოა. ესპანელებს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ, მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში. ზუსტად ამას გვეუბნებოდა ჩვენი მწვრთნელი ტელე სანტანაც.

განსხვავება ისაა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად ვუტევდით და უფრო მეტჯერ ვურტყამდით მეტოქეთა კარში. ესპანელები კი უფრო დიდხანს ათამაშებენ ბურთს. მაშინდელ ბრაზილიას უფრო მეტი შეტევის დ
ამგვირგვინებელი ჰყავდა, ვიდრე ამ ესპანეთს"
, - განაცხადა ზიკომ.

რაც შეეხება მომავალ ფინალურ მატჩს კონფედერაციათა თასზე, ზიკომ თქვა:

"ესპანელების წინააღმდეგ საჭიროა პრესინგი, მათ ბურთის თავისუფლად გათამაშების შანსი არ უნდა მივცეთ. სკოლარიმ უკვე კარგ ფორმაში შეიყვანა გუნდი და ვნახოთ".

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესი: კონფედერაციათა თასის მოგება ძალიან გვინდა
ბრაზილია VS ესპანეთი - მარტოობის 27 წელიწადი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული