ნეიმარი: ისტორიული ფინალი გველის

AutoSharing Option
30 ივნისს "მარაკანაზე" კონფედერაციათა თასის ფინალი გაიმართება, ბრაზილიის ნაკრები ესპანეთის გუნდს შეხვდება.

ფინალის წინ ფიფას ოფიციალურ საიტს ნეიმარმა შემდეგი განუცხადა:

"დიდი ფინალია წინ, ყველა საფუძველია იმისთვის, რომ ისტორიული დაპირისპირების მომსწრენი გავხდეთ. იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთის ისტორიის წიგნებში ჩვენ სახელებს ჩავწერთ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თამაში "მარაკანაზე" გაიმართება".

ნეიმარის აზრით, ბრაზილიის ნაკრების გეგმა ასეთი უნდა იყოს:

"ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ არც ბრაზილიელები ვართ ნაკლები".

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესი: კონფედერაციათა თასის მოგება ძალიან გვინდა
ზიკო: ეს ესპანეთი 1982 წლის ბრაზილიას მაგონებს
ბრაზილია VS ესპანეთი - მარტოობის 27 წელიწადი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული