ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: ვინ იქნება პირველი წლის ბოლოს

AutoSharing Option
ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი 2016 წელს? თუ ყველა ოფიციალურ შეჯიბრს ავიღებთ, მაშინ მესიმ, მაგრამ თუ მხოლოდ ჩემპიონატებს?.. მაშინ მისი თანაგუნდელი ლუის სუარესია პირველი, თუმცა ურუგვაელისთვის წელიწადი დასრულდა, მისი მდევარი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ერთით ჩამორჩება) ჯერ კიდევ აგრძელებს თამაშს დეკემბერში.

პრემიერლიგა: იბრა, თითქმის ნისტელროი
* ზლატან იბრაჰიმოვიჩზე (11) მეტი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ 16 ტურში მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის (12) აქვს გატანილი.

* უეინ რუნიზე მეტი საგოლე პასი ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) "მანჩესტერში" არავის აქვს - 9.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონში
ყველა შეჯიბრში 15 გოლი გაიტანა, რაც 10-ით მეტია უახლოეს მდევარზე.

* გასულ და ამჟამინდელ სეზონებში სალომონ რონდონმა 16 გოლი გაიტანა, 11-ით მეტი, ვიდრე "ვესტ ბრომვიჩის" სხვა ფეხბურთელმა.

* დანი ამარტიმ (ლესტერი) პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა (მე-19 მატჩში).

* 2009 წლის მერე პირველად შეძლო "მიდლსბრომ" პრემიერლიგაში 3 გოლის გატანა ერთ მატჩში.

* წინა და ახლანდელ სეზონებში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი პატრიკ ვან აანჰოლტმა (სანდერლენდი) გაიტანა - 7.

* "ჩელსიმ" პრემიერლიგაში მე-500 გამარჯვება იზეიმა. მეტი მხოლოდ "არსენალსა" და "მანჩესტერს" აქვთ.

* ჯეიმი ვარდი ამ სეზონში მეორედ გააძევეს. ის ვიქტორ ვანიამასთან ერთად "ლიდერობს" ამ მაჩვენებლით.

* ალვარო ნეგრედომ "მიდლსბროს" ბოლო 6 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 1 საგოლე პასი).

* "ჩელსიმ" საკუთარი 2009 წლის შედეგი გაიმეორა - ზედიზედ 11 გამარჯვება ჩემპიონატში.

* ანტონიო კონტეს პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს, მხოლოდ მან მოახერხა საწყის 17 მატჩში 14 შეხვედრის მოგება.

* დიეგო კოშტამ "ჩელსის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. ამდენივე აქვს გატანილი დიდიე დროგბას.

Sportall.Ge

* კევინ დე ბრუინმა 7 საგოლე შანსი შექმნა, ყველაზე მეტი "სიტის" მაისურით ერთ თამაშში.

* "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაში 2012 წლის მერე პირველად მოიგო შეხვედრა, რომელსაც შესვენებისთვის აგებდა.

* პეტრ ჩეხმა (არსენალი) პრემიერლიგაში პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ 8 თამაშში კარის "მშრალად" შენახვა.

* ჯეი როდრიგესმა (საუთჰემპტონი) პრემიერლიგაში დუბლი 2014 წლის მარტის მერე პირველად შეასრულა.

* ჯეკ უილშირის ანგარიშზე პირველი საგოლე პასია პრემიერლიგაში 2014 წლის მერე!

Sportall.Ge

ლა ლიგა: მესი და სუარესი
* "ბეტისი" "მენდისოროსაზე" მხოლოდ 6-ჯერ დაჯარიმდა. "ალავესის" ფეხბურთელებმა ამდენჯერ მხოლოდ დანი სებალიოსის წინააღმდეგ იუხეშეს.

* დეივერსონს (ალავესი) ლა ლიგაში სულ 14 გოლი აქვს გატანილი და ყველა შემთხვევაში ასისტენტი სხვადასხვა ფეხბურთელი იყო.

* გაისკა ტოკერომ (ალავესი) ბოლო საგოლე პასი 2013 წელს შეასრულა, მაშინ ის "ბილბაოში" თამაშობდა.

* "სევილიამ" ზედიზედ 26 საშინაო მატჩში მოახერხა სულ მცირე, ერთი გოლის გატანა. ეს 1954 წლის მერე საუკეთესო შედეგია.

* ლუსიანო ვიეტომ (სევილია) ამ სეზონში ორი დუბლი შეასრულა, ორივე "სანჩეს პისხუანზე".

* ესტებან გრანეროს (რეალ სოსიედადი) საგოლე პასების 66% თავით გატანილ გოლებზე მოდის.

* ანტუან გრიზმანმა 5-ჯერ დაარტყა "ლას პალმასის" კარში და ვერ გაიტანა. რაც "ატლეტიკოში" თამაშობს, ეს ფრანგი ფეხბურთელის ანტირეკორდის გამეორებაა.

* მადრიდის "ატლეტიკომ" "ვისენტე კალდერონზე" 1966 წლის მერე პირველად მოუგო "ლას პალმასს".

* ანტუან გრიზმანის მშრალი სერია 769 წუთს გრძელდება. რაც "ატლეტიკოშია", ეს ფრანგის უარესი სერიაა.

* მადრიდის "ატლეტიკომ" 243-ე წუთზე შეწყვიტა "მშრალი" სერია. სხვათა შორის, რაც დიეგო სიმეონე გუნდშია, ამაზე დიდი "მშრალი" სერია გუნდს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა - 272 წუთი - და ისიც "ლას პალმასთან" მატჩში შეწყდა.

* ალეშანდრე პატომ 7-ჯერ წარმატებით შეასრულა დრიბლინგი "სპორტინგთან" მატჩში, რაც 2011 წლის მერე "ვილიარეალის" ფეხბურთელისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

* ჯონათან დოს სანტოსმა (ვილიარეალი) ხუთ დღეში 2 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენის გატანას კი მანამდე მექსიკელის მთელი ესპანური კარიერა დასჭირდა.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 2016 წელს 51 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრში, ყველაზე მეტი ტოპ-5 ევროპულ ლიგაში.

* კატალონიურ დერბიში არავის აქვს ლიონელ მესიზე მეტი გოლი გატანილი - 15.

* ლუის სუარესმა 2016 წელს 37 გოლი გაიტანა (მხოლოდ ჩემპიონატში), რაც ყველაზე მეტია ტოპ-5 ევროპულ ლიგაში.

* დიეგო ლოპესის (ესპანიოლი) ანგარიშზე ლა ლიგაში საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია "სეივებში" - 81,97%

* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით 550 მატჩში (ყველა შეჯიბრში) 475 გოლი გაიტანა.

* ფლორინ ანდონემ (დეპორტივო) ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

* პედრო ლეონს (ეიბარი) ყველაზე მეტი ჩაწოდება აქვს გაკეთებული ამ სეზონში ლა ლიგაში - 133.

* "ლეგანესი" ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც უკვე 4 მეკარე გამოსცადა ამ სეზონში: სერანტესი, ბრინიოლი, ერერინი, ბარიოსი.

ბუნდესლიგა: მორბენალი "ფრაიბურგი"
* პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი) ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორი სეზონის საწყის 15 ტურში 16 და მეტი გოლი გაიტანა (თითოეულში).

* მარკო როისმა (დორტმუნდმა) 209-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგაში და წითელი ბარათი პირველად მიიღო.

* 2016 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო გერმანული დუეტი "ჰოფენჰაიმს" ჰყავს - სანდრო ვაგნერმა (18) და მარკ უთმა (12) ერთად 30 გოლი გაიტანეს.

* "ჰოფენჰაიმმა" "დორტმუნდთან" სასტარტოში 10 გერმანელი დააყენა. ეს ამ კლუბის ბუნდესლიგური რეკორდია.

* "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში, როგორც იქნა, მოიგო შინ.

* იმ 24 ფეხბურთელიდან, ვინც ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა, ყველაზე მეტი ლოდინი დანი ლატცას (მაინცი) დასჭირდა - 34 მატჩი.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში 250-ედ ითამაშა.

* მარტინ ჰინტერეგერმა (აუგსბურგი) ბუნდესლიგაში სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე იან ზომერის კარში. ამ შემთხვევის გარდა, ორი ავტოგოლი იყო.

* "ფრაიბურგმა" "შალკესთან" მატჩში კოლექტიურად 128,6 კილომეტრი გაირბინა, რაც 5 კილომეტრით მეტია "ფრაიბურგისვე" საუკეთესო შედეგზე ამ სეზონში.

* "აუგსბურგის" ახალი თავკაცი მანუელ ბაუმი პირველია, ვინც კლუბში მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო.

* დანი ლატცა პირველი დაცვითი ტიპის ფეხბურთელია, ვინც ბოლო დეკადაში ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

* იევჰენ კონოპლიანკამ (შალკე) ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

* ემილ ფორსბერგზე (ლაიპციგი) მეტი საგოლე პასი ბუნდესლიგაში არავის აქვს ამ სეზონში - 8.

* სერჟ გნაბრიმ (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა საშინაო გოლი.

* ნალდომ (შალკე) ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ გამოიტანა საჯარიმოდან ბურთი - 82.

* ბერნდ ლენოს ჯერ არ მოუგია, როცა "ლევერკუზენი" კაპიტნის სამკლავურით გაუყვანია.

* დუგლას კოშტამ (ბაიერნი) კარიერაში პირველად გაიტანა ბუნდესლიგის ზედიზედ ორ ტურში.

სერია A: დრისის დრო
* ტურინის "იუვენტუსმა" 2016 წელს 100 ქულა მოაგროვა.

* "იუვენტუსმა" ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო შინ ჩემპიონატში, რითაც 2013/14 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა.

* ბოლო 7 საშინაო მატჩში "მილანმა" დაუმარცხებლად იასპარეზა.

* "ემპოლიმ" შინ 6 საშინაო მატჩის ვერმოგების შემდეგ იმარჯვა.

* ჩირო იმობილემ (ლაციო) ჩემპიონატის 100 მატჩში 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (41 გოლი, 9 საგოლე პასი).

* ჯოვანი სიმეონე (ჯენოა) ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ამ სეზონში 6 ან მეტი გოლი გაიტანა.

* დრის მერტენსამდე (ნაპოლი) ბოლო პოკერი დომენიკო ბერარდიმ შეასრულა 2014 წელს იტალიის ჩემპიონატში.

* დრის მერტენსმა ბოლო 3 შეხვედრაში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 1 საგოლე პასი).

* ედინ ჯეკომ (რომა) "იუვენტუსთან" მატჩში მხოლოდ ორჯერ მიიღო მეტოქის საჯარიმოში ბურთი. ეს ამ სეზონში ჯეკოს უარესი შედეგია.

Sportall.Ge

ლიგა 1: არეოლას ბრალი ყოფილა
* "ნანტმა" 2-გოლიანი სხვაობით ბოლოს მარტში მოიგო და მაშინაც მეტოქე "ანჟერი" იყო.

* ალფონს არეოლას (პსჟ) კარში ზუსტად დარტყმული ბოლო 10 გასროლიდან 9 გოლი გავიდა.

* ტოპ-5 ევროპულ ლიგაში კარი "მშრალად" 10-10-ჯერ მხოლოდ "მარსელმა", პსჟ-მა და "ჩელსიმ" შეინახეს.

* "მონაკო"-"ლიონის" მატჩში 40 ჯარიმა დაინიშნა, რაც ამ სეზონის რეკორდია.

* მატიო ვალბუენამ (ლიონი) ზედიზედ 4 ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული