ქუთაისი-ბათუმი 90:73 - უშეღავათო ბრძოლა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრის მე-4ტური 21 თებერვალს რეგიონებში - რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო.

ქუთაისში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუ არ ჩავთვლით ბოლო მეოთხედს, "ქუთაისსა" და "ბათუმს" შორის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა.

რამდენიმემატჩიანი შესვენების შემდეგ ზღვისპირელებს მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ კობეშავიძემ უთავკაცა. კობეშავიძე ავად იყო და დროიებით მის ადგილს გუნდის კაპიტანი - ივანე მაისურაძე იკავებდა.

ბათუმელები თავიდანვე დაწინაურდნენ და ლიდერობას მესამე პერიოდის ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 22:16 მოიგეს, მეორეში 21:25 დამარცხდნენ და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანილი დერობა შერჩათ.

ქუთაისელებს მთელი მესამე პერიოდი
დასჭირდათ საიმისოდ, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ და როცა ბოლო პერიოდი დაიწყი, ტაბლოზე 61:61 ენთო. მოსალოდნელი იყო, რომ დაძაბულობა ბოლომდე გასტანდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბათუმელებმა მთელი ძალები საწყის 3 მეოთხედს შეალიეს.

"ქუთაისმა" ზაურ ფაშაევის, აკაკი დვალიშვილისა და გოგა ცეკვავას წინამძღოლობით სტუმრები ჩამოიტოვეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, შეხვედრა არ დაძაბულა.

ბოლო ათწუთეული მასპინძლებმა 29:12 მოიგეს და სტუმრები ბათუმში დამწუხრებულები გაუშვეს.

იმერულ კლუბში აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი გამოირჩა 29 ქულითა და 7 პასით. 15 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ცეკვავას ანგარიშზე 15 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

ბათუმელებს ტრადიციულად უცხოელმა მოთამაშეებმა ულიდერეს - ჯერემი სეფოლდმა 24 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ჯუნიორ ქედუგინმა 19 ქულას 7 პასიც მოაყოლა.

ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის'' მთავარი მწვრთნელი): "რთული თამაში იყო, სამი პერიოდი ვიბრძოლეთ. მთელმა გუნდმა წააგო. სამწუხაროა, რომ ლეგიონრებმა ვერ შეასრულეს დავალებები და ვერ გაამართლეს ჩემი იმედები".

მედეა მხეიძე ("ქუთაისის'' მწვრთნელი): "ნამდვილად დაძაბული თამაში იყო. ბათუმმა სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია და ყველაფერი მესამე ათწუთეულის ბოლოს გადაწყდა. კარგი დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ და, ამასთან, პერიმეტრიდანაც წაგვივიდა სროლები. ამ კომპონენტში განსაკუთრებით აქტიური იყო ზაურ ფაშაევი. მთლიანობაში თამაში ძალიან ემოციურ ფონზე წარიმართა და მოხარულნი ვართ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. მივულოცავ ჩვენს ყველა გულშემატკივარს და ვფიქრობ, ეს წარმატება იქნება იმ ეტაპის საწყისი, რომელსაც ასე ძალიან ველოდებით".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული