წუხელ ბრუკლინურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტონი ბრაუნის ადგილს, რომელიც "ნეთსში" დროებით მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, კენი ატკინსონი დაიკავებს.
ატკინსონი "ატლანტა ჰოუქსის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და ის "ქორების" თავკაცის, მაიკ ბუდენჰოლცერის ასისტენტი გახლდათ. ატკინსონს ეს პოსტი ბოლო 4 წელია, ეკავა და ატლანტელთა სამწვრთნელო შტაბში ის მიმდინარე პლეი ოფის დასრულებამდეც იმუშავებს, რომლის შემდეგაც ნიუ იორკში გადაინაცვლებს და "ბრუკლინ ნეთსს" ჩაიბარებს.
48 წლის კენი ატკინსონი საქართველოს ეროვნული ნაკრების
საქართველოსთან ერთად ატკინსონს სხვა ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელოს ასისტენტიც გახლდათ, ხოლო გასულ წელს ფიბა-ამერიკის ჩემპიონატზე დომინიკის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს თავკაცობდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით