NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი - სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა 1
528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - 2017 NBA All-Star Game Starters Announced
მკითხველის კომენტარები / 24 /
მართლა პროვინციელი ხარ რას შემოდიხარ აქ წადი ყანა თოხნე. რაც შეეხება ზაზას ოლ სტარსში თამაშს ცოტას ვინც აზროვნებს ხვდებოდა რომ არ იყო დიდი შანსი მისი იქ მოხვედრის(კერი ვნახოთ რას იზამს) არც ამერიკელების მჯეროდა არც შენი რუსების ჩვენი ხმებით ზაზას მიმართ მადლობა და თანადგომა გამოვხატეთ რასაც იგი საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს. P.S სპორტი ხელოვნება და იდისლები რომ არ გაგაჩნდათ ...და მისნაირებო მიტომ არის ქვეყანა ამ დგეში სტომაქი და კაი ცხოვრება გაიგივებული რომ გქონდათ.
კახა
21 იანვარი 2017 02:36
0
ვეთანხმები ლაშას,ერთმანეთს უნდა დაუდგეთ მხარში არა მარტო ხმის მიცემაში სპორტში.რაც შეეხება პოლიტიკას,ის მჭიდროთ უკავშირდება სპორტს და აქ კარგად გამოვლინდა შტსტების ჩვენდამი დამოკიდებულება.თუ ერთმანეთი არ შევიყვარებთ და პატივი არ ვეცით,არავინ არ გვცემს პატივს....
gia
21 იანვარი 2017 00:27
0
სხვა რამეში რო დაუდგეთ ერთმანეთს ესე და ტრიპაჩობას თავი დავანებოთ ნბა ვოტ კიარა ქვეყანა იცლება სოფლებში ხალხი აღარ ცხოვრობს რადროს ნბია ვოუთ არის იმიტო დაგცინიან რო პროვინცილები ხართ ეს სპორტია და არა პოლიტიკა . ფაჩულია გადაგირჩენთ ქვეყანას
lasha
20 იანვარი 2017 23:40
0
აქამდე რუსეთი ვერ გვიტანდა , ახლა კიდევ შტატები. მოკლედ ბევრი მაღალჩინოსანის ილუზიები დაანგრია ზაზამ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას .

დავამატებდი კიდევ : ეს არის ზაზას და მთლიანად საქართველოს გამარჯვება .
ბესო72
20 იანვარი 2017 16:59
0
bravo patara saqartvelov da sircxvili dido amerikav.yvela vibc zazas dacina,zazas fexis frchxiladac ar gigart.
dato
20 იანვარი 2017 15:04
0
შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ეს ჩვენ შევძელით? მთელი 1 600 000 ხმა? მე მგონი რაღაც მეტამორფოზა იწყება ჩვენში ერთიანობის ჩამოყალიბების ამბავში და თუ ასეა ზაზა ძალიან დიდ ნიშას დაიკავებს მთელი საქართველოს ისტორიაში!
B-52
20 იანვარი 2017 14:31
0
ეეხ, რა ერთთვიანი ფლეშმობი ჩაგვიფლავდა )))))))))))
ყველას ვუსვამდი შეკითხვას: რა უნდა ოლ სტარში ისეთი საკალათბურთო უნარებისა და სტატისტიკის მქონე კალათბურთელს, როგორიც ფაჩულიაა მეთქი.
პასუხები ძალიან აბსტრაქტული იყო... აი ისეთი, ქართულ სუფრას რომ დაამშვენებდა 10-12 ჭიქის შემდეგ )))))))))
თუმცა ვფიქრობ რომ სწორედ ახლა გვაქვს შანსი. ამერიკელებმა უბრალოდ სასტარტო ხუთეული არ "წაბილწეს", თორემ სათადარიგოებში ადრეც ყოფილან შედარებით არავარსკვლავური მოთამაშეები.
jaba
20 იანვარი 2017 14:28
0
გონიერი ახალგაზრდა ხარ ზაზა!!! წარმატებები შენს სამშობლოსთან ერთად!!!
ხათო
20 იანვარი 2017 13:43
0
#NBA Steve Kerry
soso
20 იანვარი 2017 13:32
0
ჩვენი ქვეყნის ერთმა კაცმა 260 მილიონიან ამერიკას წესდება შეაცვლევინა ვარსკვლავი კიარა უფრო მეტია. ვისაც არ უხარია და ილანძღება ამით კიდევ უფრო განადიდებს ზაზას. გაიხარე საქართველოს ღირსეულო შვილო.
daviti
20 იანვარი 2017 13:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული