NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის აღიარება

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტისა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდები - ლებრონ ჯეიმსი და ბლეიკ გრიფინი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი გასულ შვიდ დღეს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო - საშუალოდ მატჩში 34.0 ქულას აგროვებდა და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლებრონი სამივე შეხვედრაში თავისი გუნდის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, თამაშიდან 70.2 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 62.5 პროცენტს ათავსებდა კალათში.

ბლეიკ გრიფინის კარგი თამაშის წყალობით, "კლიპერსმა" გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში ბლეიკის მონაგარი იყო
- 25.7 ქულა, 11.3 მოხსნა, 4.7 შედეგიანი პასი და 1.0 ჩაჭრა. გრიფინმა სამივე შეხვედრაში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

ჯეიმსის კვირა
12 ნოემბერი. მაიამი-მილუოკი 118:95. 33 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი.
15 ნოემბერი. მაიამი-დალასი 110:104. 39 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი.
16 ნოემბერი. შარლოტი-მაიამი 81:97. 30 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.

გრიფინის კვირა
11 ნოემბერი. კლიპერსი-მინესოტა 109:107. 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი.
13 ნოემბერი. კლიპერსი-ოკლაჰომა 111:103. 22 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.
16 ნოემბერი. კლიპერსი-ბრუკლინი 110:103. 30 ქულა, 12 მოხსნა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯეფ ტიგი ("ატლანტა"), ლუოლ დენგი ("ჩიკაგო"), ტაი ლოუსონი ("დენვერი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), ჯერემი ლინი ("ჰიუსტონი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), არონ აფლალო ("ორლანდო") და ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი").

ბრუკლინი-პორტლენდი 98:108
40:31, 23:25, 15:27, 20:25
ბ: ლივინგსტონი (23), გარნეტი (16+8 მოხსნა), ჯონსონი (13), პირსი (11), ანდერსონი (11), ბლეტჩი (10+5 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (27+8 მოხსნა), მეტიუზი (24+6 მოხსნა), ლილარდი (19+9 პასი), უილიამსი (12+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ჩიკაგო-შარლოტი 86:81
26:21, 14:23, 22:15, 24:22
ჩ: დენგი (21+8 მოხსნა), ბატლერი (14+5 მოხსნა), როუზი (12+5 პასი), ბუზერი (12+17 მოხსნა), ნოა (11+7 მოხსნა).
შ: ტეილორი (20+5 მოხსნა), ჰენდერსონი (16+8 მოხსნა+6 პასი), მაკრობერტსი (11+6 მოხსნა+5 პასი).

ოკლაჰომა-დენვერი 115:113
28:39, 32:24, 23:29, 32:21
ო: დურანტი (38+8 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (30+12 მოხსნა+7 პასი), ჯექსონი (14+7 მოხსნა).
დ: ლოუსონი (29+8 პასი), ჰიქსონი (18+19 მოხსნა), ფურნიე (12), ფოიე (11), რობინსონი (10).

დალასი-ფილადელფია 97:94
18:21, 25:26, 31:24, 23:23
დ: ელისი (24+10 პასი), ნოვიცკი (20+10 მოხსნა), მერიონი (20+7 მოხსნა), კალდერონი (14).
ფ: ტერნერი (26+9 მოხსნა+7 პასი), როტენი (19+5 ჩაჭრა), ანდერსონი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), იანგი (12+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოიესი (10+11 მოხსნა+3 დაფარება).

იუტა-გ. სტეიტი 87:98
19:22, 17:37, 29:19, 22:20
ი: ჰეივორდი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უილიამსი (16+8 მოხსნა), ფეივორსი (10+7 მოხსნა+3 დაფარება), კლარკი (10).
გ-ს: კარი (22+8 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (17+5 მოხსნა), ბარნსი (17+5 მოხსნა), ლი (14+14 მოხსნა), იგუოდალა (11+7 მოხსნა), ბოგუტი (8+13 მოხსნა+4 დაფარება).

კლიპერსი-მემფისი 102:106
20:29, 31:23, 30:29, 21:25
კ: გრიფინი (23+11 მოხსნა), პოლი (18+11 პასი+9 მოხსნა), რედიკი (12), ბარნსი (12), ჯორდანი (8+16 მოხსნა+3 დაფარება).
მ: რენდოლფი (26+15 მოხსნა), გასოლი (23+9 მოხსნა+8 პასი), კონლი (15+5 პასი), კუფოსი (10+9 მოხსნა+4 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდს" ვეღარ აჩერებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული