ამგვარი პრობლემების მიუხედავად, მასპინძლებმა "დალასი" ბოლოჯერ წინ მხოლოდ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე გაუშვეს, რის შემდეგაც დაიბრუნეს უპირატესობა და ის ბოლომდე აღარ დაუთმიათ. მეორე მეოთხედის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე "მავერიქსი" ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ იქვე ჯეიმს ჰარდენმა შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და დიდი შესვენებისთვის თავის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა მოუტანა.
კიდევ
საინტერესოა, რომ "როკეტსმა" 2009 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფის სერია.
ჰიუსტონი-დალასი 103:94
31:22, 25:28, 26:25, 21:19
ჰ: ჰარდენი (28+8 პასი), სმიტი (20+8 მოხსნა), ჰოვარდი (18+19 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება), ჯონსი (15+5 მოხსნა), არიზა (5+11 მოხსნა).
დ: ელისი (25+7 პასი+4 ჩაჭრა), ნოვიცკი (22+14 მოხსნა), ამინუ (14+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჩენდლერი (11+6 მოხსნა).
სერია: 4-1
* * *
"სან ანტონიოსა" და "კლიპერსის" მეხუთე მატჩში უამრავ საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, თავდაპირველად ვნახეთ მასპინძლების ადრეული სპურტი, რამაც "კლიპერსი" 14 ქულით გაიყვანა წინ. "სპურსის" რეზერვისტებმა ქამბექზე იზრუნეს და ეს კარგად გამოუვიდათ - დაახლოებით ხუთ წუთში ანგარიში გათანაბრდა. მეორე მეოთხედიდან მოყოლებული კი ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა რვა ქულაზე დიდი უპირატესობის მოპოვება, ლიდერი კი 16-ჯერ შეიცვალა.
"კლიპერსის" ერთ-ერთი ლიდერი კრის პოლი თითქოს კონცენტრაციას ინარჩუნებდა (10 შედეგიანი პასი და ნული შეცდომა), მაგრამ ერთხელ მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ბურთის გადაგდებდით გამოხატა და ტექნიკური ჯარიმა მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი. "სან ანტონიომ" ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ექვსი ქულით დაწინაურდა. საფინალო სირენამდე 170 წამით ადრე კი ეს სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაიზარდა.
მაგრამ კალიფორნიელებმა შეძლეს პასუხის გაცემა. ბლეიკ გრიფინმა და პოლმა დაშალეს მეტოქის დაცვა და სტუმრების უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა. ერთი წუთით ადრე გრიფინს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ტიმ დანკანისგან დაფარება მიიღო.
ბლეიკმა მალე მიიღო რეაბილიტაციის შანსი, მაგრამ ორი საჯარიმო გააფუჭა, თუმცა შეტევაში აიღო მოხსნა და მეტ ბარნსმა ორი ზუსტი საჯარიმოთი ისევ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა. "სან ანტონიოს" შეეძლო, წერტილი შემდეგ შეტევაში დაესვა, მაგრამ გრინმა იოლი სამქულიანი ვერ ჩააგდო.
დოკ რივერსმა 6.9 წამით ადრე ტაიმ-აუტი აიღო და ბოლო კომბინაცია დაუხაზა თავისიანებს. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. გრიფინმა სროლა მოახერხა, ბურთმა კალათზე დიდხანს იტრიალა და... დეანდრე ჯორდანმა ვერ მოითმინა და ბურთი ჩატენა, რაც წესებით აკრძალულია. ამერიკული წესებით, არ შეიძლება ბურთის შეხება მაშინ, როცა ის ფარის თავზეა.
და მაინც, "კლიპერსმა" ერთი შანსი კიდევ მიიღო. გრინმა მეორე საჯარიმო ააცილა, მაგრამ მასპინძლებმა საკუთარ ფართან ბურთის მოხსნა ვერ შეძლეს, რაც დოკ რივერსის ვაჟის - ოსტინ რივერსის ბრალია. ლეონარდმა ბურთი მოხსნა და შემდეგ ორი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას. "კლიპერსის" შანსები ამ სერიაში მინიმუმამდე დავიდა - თითქმის შეუძლებელია მოქმედი ჩემპიონის ზედიზედ ორჯერ დამარცხება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დანკანი, რომელმაც 39 წლის ასაკში 39 წუთი ითამაშა და ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც სერიის სამ მატჩში შეძლო მინიმუმ 20 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვება.
კლიპერსი-სან ანტონიო 107:111
27:22, 27:31, 28:29, 25:29
კ: გრიფინი (30+14 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ჯორდანი (21+14 მოხსნა), პოლი (19+10 პასი+5 მოხსნა), რედიკი (13).
ს-ა: დანკანი (21+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლეონარდი (18+9 მოხსნა), ჯინობილი (14+6 პასი), პარკერი (13+5 მოხსნა), მილზი (13), დიაო (10+7 მოხსნა).
სერია: 2-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"