ტიმ დანკანისთვის მოპარული 17 მილიონი

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 15-გზის მონაწილე ტიმ დანკანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

NBA-ში გატარებული 18 სეზონის განმავლობაში "სან ანტონიო სპურსის" ლეგენდამ 220 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 17 მილიონი კალათბურთელმა თავისი მრჩევლის ჩარლზ ბენქსის მაქინაციების გამო დაკარგა.

"საბედნიეროდ, ხანგრძლივი კარიერა მქონდა და დიდი თანხა გამოვიმუშავე. ეს სერიოზული დანაკარგია, მაგრამ ის არანაირად არ იმოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე და არ მაიძულებს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღებას. ვენდობოდი მათ, ვინც დავიქირავე, მაგრამ ბოროტად გამოიყენეს ჩემი ნდობა, გზას აცდნენ და ჩემი
ფულის გაფლანგვა დაიწყეს.

დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყო. ამიტომაც არ ვბრაზდები მომხდარზე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს და გაკვეთილი იქნება ჩემთვის", - განაცხადა დანკანმა ESPN-თან კომენტარში.

ტიმი "სან ანტონიოს" რიგებში ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. 39 წლის კალათბურთელს, რომელიც პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება, ჯერ არ გაურკვევია - გააგრძელებს თუ არა კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული