Fiba.com: სპორტის სასახლეში გამართული მატჩი დასწრებით TOP 3-ში შევიდა

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, Fiba-ს მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის მატჩი დასწრებით მესამე ადგილზე გავიდა.

ფიბას საიტის ცნობით, სპორტის სასახლეში ჩვენი ნაკრების თამაშს 8 000 ადამიანი დაესწრო, თუმცა აშკარაა, რომ სპორტის სასახლე გავსებული იყო და მატჩს ბევრად მეტი ადამიანი დაესწრო.

პირველ ადგილზე დასწრებით ბრაზილიისა და ჩილეს მატჩი გავიდა, რომელსაც თვალი 10 550-მა ადამიანმა მიადევნა. მეორე პოზიცია კი, 10 000 მაყურებლის დასწრებით, ფილიპინებისა და იაპონიის შეხვედრამ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საშინაო მატჩში
გერმანიასთან 77:87 დამარცხდა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული