გოგა ბითაძე შეუჩერებელია - 24 ქულა და 12 მოხსნა "იგოკეასთან" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში, ბოსნიაში "იგოკეასთან" მოგებულ მატში (80:79) "მეგა ბიმაქსის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე საუკეთესო იყო.

მან 31 წუთში თავის გუნდს 24 ქულა შესძინა, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კლუბის საიტი გამარჯვებაში გოგას დამსახურებას აღნიშნავს და იმასაც უსვამს ხაზს, რომ  ქართველი ლეგიონერი პარკეტზე საუკეთესო იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელმა ტომისლავ ზუბჩიჩმა 29 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, სპარინგებში ბითაძემ პრიმორიეს "სპარტაკს" 17, ხოლო "დინამიკს" 9 ქულა ჩაუგდო.

altგოგა ბითაძემ რუსულ "სპარტაკ პრიმორიეს" 17 ქულა

ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

altსაქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტთან" ორმაგი დუბლი შეასრულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული