ცუდი ამბავი - გოგა ბითაძე მთელი თებერვალი იუქმებს და საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
გოგა ბითაძეს ტრავმის მოსაშუშებლად დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. "ბუდუჩნოსტის" 19 წლის ქართველი კალათბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს მონტენეგროს თასის, ევროლიგისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ კოჭი 10 თებერვალს, ადრიატიკის ლიგის ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაში დაიშავა. ბელგრადის "პარტიზანთან" ჯახის პირველი მეოთხედი მიდიოდა, როდესაც გოგა უხერხულად დახტა და მოედანი კოჭლობით დატოვა. მან ევროლიგის "მაკაბისთან" გამართულ მატჩში ფეხი იტკინა, "პარტიზანთან" კი გაუმიზეზდა.

"ბუდუჩნოსტის" მთავარი მწვრთნელის, იასმინ რეპეშას თქმით, ქართველ ლეგიონერს დაახლოებით 20 დღე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
21 და 24 თებერვლის მატჩებში ვერ დაეხმარება.

altგოგა ბითაძემ "პარტიზანთან მატჩში" ტრავმა მიიღო და პარკეტი კოჭლობით დატოვა

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეც ვერ დაეხმარება უნდა იცოდეტ ჯურნალისტო არ აგვს უფლება ევროლიგის მოტამასეს მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ტამაშის
შოთა გუგეშაშვილი
14:59 14-02-2019
0
ამ ჟურნალისტს ასეთი იაღლიშები ეპატიება) სპორტთან პირველი შეხება კლავიატურით ჰქონდა აშკარად,ვითომ არ დაბლოკავს?))
aleqsandre
12:41 14-02-2019
0

სიახლეები პოპულარული