იაპონიაში ეროვნული ნაკრების მორიგმა ვარჯიშმა 2 საათს გასტანა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე იაპონური დღე პირველის ანალოგი იყო. ერთი ვარჯიში დარბაზში, რომელსაც წინ ფიტნესი და სატრენაჟორო უძღოდა. ნაკრების წევრები ოკინავა არენის სატრენაჟოროში ირაკლი შიოშვილმა ავარჯიშა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი გიმნაზიუმ არენაზე გადავიდა და ხანგრძლივი, 2-საათიანი ვარჯიში ჩაატარა.

ილიას ზურსმა ასისტენტებთან – მანუჩარ მარკოიშვილთან და ანატოლი ბოისასთან ერთად ნაკრები სხვადასხვა კომპონენტებში მოამზადა, თუმცა ძირითადი აქცენტი მოახლოებულ მატჩებში გასათამაშებელ კომბინაციებს, დაცვით ტაქტიკებსა და სხვადასხვა საკალათბურთო მანევრებსა დაეთმო.

ნაკრების 12-ივე წევრმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რის შემდეგაც კალათბურთელები სასტუმროში დაბრუნდნენ და მომდევნო დღისთვის
მზადებას შეუდგნენ, რაც ექიმთა მიერ სარელაქსაციო პროცედურების ჩატარებასა და დასვენებაში გამოიხატება.

ხვალინდელი დღე განსხვავებული იქნება. საქართველოს ნაკრების ვარჯიშს იაპონელი ბავშვები დაესწრებიან და ვარჯიშის შემდეგ 3 ჩვენიანი მოსწავლეებთან შესახვედრად გაემართება, სადაც მოზარდებთან ინტერაქციას მოაწყობენ და სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული