10:16 19-09-2015
ევრობასკეტი 2015. 1/2 ფინალი: ლიტვა ისევ ფინალშია და ესპანეთს ხვდება! [VIDEO]
AutoSharing Option
ლიტვა ის გუნდია, რომელმაც პლეი ოფის პირველ, მერვედფინლურ მატჩში საქართველო 4 ქულით - 85:81 დაამარცხა. იმ მატჩს ბალტიელები უმეტესწლად აგებდნენ და რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. იმ გამარჯვების შემდეგ ლიტველებმა კიდევ ორი დაძაბული შეხვედრა გადაიტანეს - იტალიას ოვერტაიმში მოუგეს 95:85 (იხილეთ ვრცლად), ხოლო წუხელ სერბეთთან დრამატულ ნახევარფინალში 3 ქულით გაიმარჯვეს.
ლიტვა მოგებას იმსახურებდა, რადგან ევროპის ერთ-ერთ გრანდ სერბეთს ნიადაგ უგებდა და ისე გამართულად თამაშობდა დაცვა-შეტევაში, ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდს წარმატების შანსი არ მისცემია.
ლიტვაში 15 ქულით იონას ვალანჩუნასი გამოირჩა, თუმცა საუკეთესო შედეგი მინდაუგას კუზმინსკასმა დააფიქსირა - 13 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულით და 9 პასით მანტას კალნიეტისი გამოირჩა.
ამასობაში გაირკვა ის ბოლო გუნდი, რომელმაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ესაა ჩეხეთი, რომელმაც 97:70 გაანადგურა ლატვია და ევრობასკეტზე მე-7 ადგილი დაიკავა.
ფინალურ მატჩში, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს ლიტვა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ლიტვა ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლის პრიზიორია, ესპანეთი კი ბრინჯაოს მედლების მფლობელი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ვერ ვხედავთ და ვაანალიზებთ ამას - ეს ცუდია მაგრამ ტრაბახი და ჭიმვა - მთლად არსახსენებელ მდგომარეობაში გვაყენებს.