10:07 09-10-2017
252 ქულა შანხაიში - ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტას" მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 15 წუთი გაატარა და მატჩი 4 ქულით (3-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა.
ნამატჩევს, "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელ სტეფ კარის რომ ჰკითხეს 40 ქულის შესახებ, გაიკვირვა - მაგდენი როგორ მოვახერხეო. არადა, მოედანზე ისეთი შოუ დადგა, შანხაის "მერსედეს-ბენც არენაზე" შეკრებილ მაყურებელს ცხოვრებაში არ დაავიწყდება. კარიმ 9-დან 6 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
კევინ დურანტის ანგარიშზე 22 ქულა დაფიქსირდა, კლეი ტომპსონის - 28. NBA-ს ოფიციალურ საიტზე კლეის 13 წუთი უწერია. ამ დროში 28 ქულის ჩაგდება საოცრებაა, თუმცა, რადგან საქმე ტომპსონს ეხება, შესაძლოა, არც იყოს გასაკვირი. მაგრამ გასაკვირი სხვა რამაა: ნაციონალური ასოციაციის საიტზე შეცდომით ეწერა კლეის 13 წუთი. რეალურად მას 33 წუთი ჰქონდა ნათამაშები.
"გოლდენ სტეიტი" მომდევნო საგამოფენო შეხვედრას უკვე შინ, 14 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე "საკრამენტო კინგსი" იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
სამარცხვინო თამაში გამოუვიდა და მაგის გამო გამოვვარდით.