10:14 17-11-2017
ზედიზედ 14! - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონი" ვერ შეაჩერეს [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "სელტიქსი" ვერ გააჩერეს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 (!) გამარჯვება მოიპოვა.
არადა, "ბოსტონს" სეზონის დასაწყისშივე გამოაკლდა ერთ-ერთი ლიდერი გორდონ ჰეივორდი.
"უორიორსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. სამწუხაროდ, მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. სტეფ კარიმ 9 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა - 13, ხოლო დრეიმონდ გრინმა - 11.
"ბოსტონიდან" ჯეილი ბრაუნმა 22 ქულა მიითვალა, ელ ჰორფორდმა - 18 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო კაირი ირვინგმა 16 ქულა ჩააგდო.
ამ მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 11 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა, ხოლო ამ დილით "ჰიუსტონმა" "ფინიქსი" 142:116 გაანადგურა და დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
"სელტიქსმა" ოკლენდელების 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 19 ნოემბერს, სტუმრად "ფილადელფიასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აშკარად მერე დაერხათ, რაც ზაზამ აღარ ითამაშა.
5
1
ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, დურანტს სანანებელი გაუხდება თეთრ სახლში რომ არ მივიდა, იმიტომ, რომ წელს ეგენი ჩემპიონები ვეღარ გახდებიან(ზაზასთან ბოდიში).
3
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული