21 დეკემბერს, გამთენიისას, ჩვენი დროით 07:25 საათზე, ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" ზაზა ფაჩულიას გუნდის, "გოლდენ სტეიტის" საშინაო სტადიონ Oracle Arena-ზე "მემფისთან" მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა.
ანსამბლის ღონისძიებაში მონაწილეობის მხარდამჭერია "გალფი".
მატჩის დაწყებამდე კი მაყურებლებს ზაზას სათამაშო Bubble Head-ები დაურიგდათ.
გარდა ამისა, "შვიდკაცამ" შეხვედრის დიდ შესვენებაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი და "მრავალჟამიერი" შეასრულა.
რაც შეეხება მატჩს, ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ ის შეხვედრას დაესწრო. "გოლდენ სტეიტმა" კი "მემფისი" 97:84 დაამარცხა.
ვიდეო და ფოტო: "გალფის" "ფეისბუქგვერდი"
10:35 21-12-2017
ისტორიული კადრები! - ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" Oracle Arena-ზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა! [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
თან ვაი ამათ პატრონებს, შენ რომ ყოველ დღე საქართველოს და ქართველების გაბანძების შანს უპრობლემოდ გაძლევენ.