ფიბამ გოგა ბითაძე საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელებში მე-11 ნომრად დაასახელა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი რაუნდის შემდეგ ფიბამ საუკეთესო 21 ახალგაზრდა კალათბურთელს შორის მე-11 ნომრად გოგა ბითაძე დაასახელა.

19 წლის ბითაძე საშუალოდ მატჩში 19:06 წუთს თამაშობდა, 8.3 ქულას აგდებდა და 4.7-ჯერ ხსნიდა ბურთს.

"გოგა ბითაძე ლუკა დონჩიჩთან, ძანან მუსასთან, ისააკ ბონგასთან და დინო რადონჩიჩთან ერთად 1999 წელს დაბადებულ ნიჭიერ ევროპელ კალათბურთელთა წარმომადგენელია. თებერვალში ქართველების ცენტრი 10.5 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა. მის ანგარიშზე 2.0 ბლოკი იყო. ავსტრიასთან მოგებულ შეხვედრაში (98:73), რომელმაც საქართველოს მეორე ეტაპის საგზური მოუპოვა, ის 15 ქულით, 6
მოხსნით და 2-2 ბლოკით და ჩაჭრით დაეხმარა თავის გუნდს", - აღნიშნავს ფიბას ოფიციალური საიტი.

altგოგა ბითაძე სეზონის ბოლო მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

altგოგა ბითძემ ნბა-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული