Gazzetta.gr: გოგა ბითაძე NBA-ში მოხვედრის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
გოგა ბითაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ქართული კალათბურთის მთავარ იმედად ითვლება.

ბერძნულმა Gazzetta.gr-ი აღნიშნავს, რომ "მეგა ბიმაქსი", სადაც ქართველი კალათბურთელ თამაშობს, NBA-ის ნამდვილი სამჭედლოა. გოგა ბითაძე კი - ყველაზე ელიტარულ საკალათბურთო ლიგაში მოხვედრის უმთავრესი პრეტედენტი.

"2015 წლის ზაფხულში, გოგა ბითაძე ქართული "ვიტადან" სებეთში "მეგა ბემაქსში" გადავიდა, მან საკუთარი ნიჭი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოავლინა და ახლა ამ გუნდის ახალ ვარსკვლავად ითვლება. ის 2.11 მ სიმაღლის ცენტრია, რომელსაც 5-6 მეტრიდან კარგი სროლა აქვს, შეტევის კარგად დასრულება შეუძლია, კარგ ბლოკს აკეთებს, არის
ჭკვიანი მცველი და ერთი ერთზე შესანიშნავად თამაშობს. 2019 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან მატჩში, მან 15 ქულა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა განახორციელა, პარკეტზე კი მხოლოდ 20 წუთი დაჰყო.

ადრიტიაკის ლიგაში კი საშუალოდ 19.7 ქულას, 9.7 მოხსნას, 2.4 ჩაჭრას და 1.3 პასს აკეთებს, რითაც საბოლოოდ მიაღწევს თავის მიზანს და საკუთარ სახელს NBA-ის შემდეგ დრაფტზე გაიგებს.
მისი სახელი NBA-ის სკაუტებისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა ეს ზეწოლა ბითაძეს არ უშლის ხელს მასზე გამოცდილ მოთამაშეებზე უფრო თავდაჯერებულად ითამაშოს." - ვკითხულობთ ბერძნულ სპორტულ გამოცემის გვერდზე.

გოგა ბითაძე 2018 წელს ადრიატიკის ახალგაზრდული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

altამას უკვე მივეჩვიეთ - ბითაძე კვლავ საუკეთესოა!

alteurohoops-მა გოგა ბითაძე გამოარჩია - ის პოტენციურად NBA-ს მიუხლოვდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
Am bolo dros qartveli sporcmenebi formis pikze arian tqven genacvalet yvelas ertad 19 clisebi chakvetadze bitadze abjandadze chidaobidan oqro oqrozr igeben talaxadze yvela carmatebebi yvelas vamayob tqvenit shuagul evropashi
Emigranti
06:18 18-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული