შეხვედრას ესწრებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის, ESPN-ის NBA-ს დრაფტის ამერიკელი ანალიტიკოსი მაიკ შმიტსი, რომელმაც თამაშის დასრულების შემდეგ გოგა ბითაძეზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"გოგა ბითაძეს მეტ-ნაკლებად კარგი თამაში ჰქონდა. პირველივე ტაიმში ბევრი ჯარიმა აიღო. ამიტომ, როგორც სივრცეში მოთამაშემ, თავი ვერ გამოიჩინა. მაინც გამოჩნდა მისი ბლოკის დაყენების ინსტინქტი და ბურთის მოხსნის პოტენციალი. პარკეტზე კარგად გადაადგილდებოდა. მას კიდევ ერთხელ ვიხილავთ 7 თებერვალს - "ხიმკისთან" მატჩში." - წერს შმიტსი.
NBA-ს სკაუტების თვალწინ - გოგა ბითაძის "მონსტრი" ჩატენვა და ეფექტური დაფარება [VIDEO]