დასრულდა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი კალათბურთში. სამწუხაროდ, ბექა ბურჯანაძის “გიპუსკოამ” უმაღლესი ლიგა დატოვა. სანსებასტიანელები ბოლო, 34-ე ტურში მადრიდის “რეალს” მასპინძლობდნენ და გამარჯვების შემთხვევაში ლიგაში რჩებოდნენ. “გიპუსკოამ” ვერაფერი მოუხერხა ესპანეთისა და ევროპის გრანდს და 75:96 წააგო. შესაბამისად, ბურჯანაძის გუნდმა ბოლოსწინა, მე-17 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ქვედა ლიგაში იასპარეზებს.
სეზონის ბოლო მატჩში ბურჯანაძემ კარგად ითამაშა. ის საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა სანსებასტიანელთაგან ყველაზე მეტი – 19 შეადგინა.
“გიპუსკოამ” რეგულარული ჩემპიონატის 34 მატჩიდან მხოლოდ 10 მოიგო და ლიგაში დარჩენილ, მე-17 ადგილზე გასულ “ესტუდიანტესს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით