გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ - 24 ქულა, 11 მოხსნა და 35-იანი კოეფიციენტით MVP გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ნოემბერს, ლიგა ენდესას მე-10 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფეში 94:89 დაამარცხა "ბეტისი".

დასკვნითი მეოთხედის წინ სტუმრები 9 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო პერიოდი უკეთ ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

"იბეროსტარი" 6 მოგებით მე-4 ადგილზეა. ეს ამ გუნდისთვის დიდი წარმატებაა და ამაში განსაკუთრებული დამსახურება ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელიც კვლავ ჩინებულად გაისარჯა.

თავად განსაჯეთ: ჩვენებურმა 31:57 წუთში 24 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 15-დან 12 საჯარიმო), 11 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მეტოქე გუნდის კალათბურთელები მასთან თამაშისას 11-ჯერ დაჯარიმდნენ და
გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო.

ის ამ შეხვედრაში ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე იყო და ალბათ, ტურის MVP-ც გახდება.

"იბეროსტარი" პირველ დეკემბერს სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული