ინდიანა მოგებათა სერიას აგრძელებს, გოგას ბითაძის ზუსტი გასროლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა", რომელმაც "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 119:105 დაამარცხა. ეს ინდიანაპოლისელებისთვის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გამოდგა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 6:05 წუთი დაჰყო და ამ დროში 4 ქულა მოაგროვა და ორჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა ბურთი. მან ორჯერ გაისროლა კალათისკენ ბურთი და ორივეჯერ ზუსტად მოათავსა, ამავდროულად ქართველი ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთი დაკარგა.

"ინდიანა პეისერსში" გამორჩეული ტი ჯეი უორენი იყო , რომელმაც თამაში 23 ქულით დაასრულა. ბითაძის უშუალო კონკურენტმა მაილს ტერნერნმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო 15-15 ქულა
დომანტას საბონისმა და ტი ჯეი მაკონელმა დააგროვა.

ამ დროისთვის ინდიანა აღმოსავლეთ დივიზიონში მეხუთე ადგილზე იმყოფება.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გთხოვთ ფლეერი შეცვალოთ,ვიდეოს არ ხსნის არადა აქტიურად გადევნებთ თვალს. მადლობა
gigi
13:22 21-12-2019
1

სიახლეები პოპულარული