
საბოლოოდ “გრან კანარიამ” 104:88 გაიმარჯვა, რაშიც თავისი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 16:36 წუთით გამოჩნდა. ბექამ 1 ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 1 სამიანი ააცილა და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 7 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა დაგროვდა. გამარჯვებულებს 38 წლის ომარ კუკმა
“გრან კანარიას” ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნით, ორკვირიან გათამაშებაში თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი “ბურგოსთან” 22 ივნისს გამართავს. 21-ში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “ბილბაოს” დაუპირისპირდება, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” – “ბარსელონას”.
GBF.GE