გომელსკიმ შერმადინი და პუარე ცსკა-სთვის დაიწუნა

AutoSharing Option
ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ თავის ვებ-კონფერენციაზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. მისი აზრით, ტრავმირებულ ნიკოლა მილუტინოვს ვენსან პუარე (ფილადელფია) დ გიორგი შერმადინი (ტენერიფე) ვერ შეცვლიან.

"ცსკა-ს მოთამაშეთა არჩევისას მაქსიმლისტი ვარ. ძალიან გამიკვირდა, რომ პუარე NBA-ში მოხვდა. საერთოდ არ მიკვირს, რომ იქ სათადარიგოთა სკამზე ზის. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ ფორმაში იქნება, როდესაც ევროპაში დაბრუნდება.

თავის დროზე ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონატში გიორგი მატჩში 50 ქულას აგროვებდა. ჩემი აზრით, შერმადინი სამწამიანში ძალისმიერი თამაშისათვის აშკარად არაა მზად. თავისი შორეული ტყორცნა კი მან კარგა ხანია დაკარგა.

დღეს ევროპაში
ცსკა-სთვის გამოსადეგნი ტავარეში, დევისი და დანსტონი იქნებოდნენ, მაგრამ ისინი მიუწვდომელნი არიან".

მკითხველის კომენტარები / 18 /
არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ სამწუხაროდ მართალია, გიოს თამაში რომ წაუვიდეს ჰუერტასა და ფიტიპალდოზე ძალიან არის დამოკიდებული, საშუალოდან თითქმის არ ესვრის და ძალისმიერში კი ევროლიგის ბიჭებთან ჩამორჩენა აშკარაა სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრებისთვის შეუცვლელია და ევროზე ბევრად იქნება დამოკიდებული ვინ გვეყოლება 1 ან 2 ნომრად, მანდ ცუდად გვაქვს საქმე, თოკოც ხასიათი მოტამაშეა მებრძოლია მაგრამ სროლები არ ,,უვარგა" როგორც სხვა რაღაცეებშია ძლიერი ნეტა სროლებიც იმ დონეზე ქონდეს, მაკფადენზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ფაქტიურად მასზე კიდია ნაკრები, სერბეთთან რაც დადო მასზე თუ შეძლებს 2-3 თამაშში მაინც ჯგუფიდან გავალთ. ზენიტის ტომასს საქართველოს მოქალაქეობა უწერია ?! აღარ გვაინტერესებს?....
გუსანი
08:42 03-05-2021
0
აბა ბიჭო სულ ემუდარება შერმადინი ცეესკაში წამიყვანეთო...ამას ეტყობა ყველა ქართველი შენგელიასნაირი გონია
შერმა დარჩება მაგარ ქვეყამაში სადაც ახლა არის და მაგათ აჩვენებს პირად შეხვედრაში რისი უნარიც აქვს. მიდი შერმა ესპანეთის ემვიპი დადე!
არტ
23:57 02-05-2021
2

სიახლეები პოპულარული