ჩემპიონთა ლიგაზე შერმადინი მაკფადენთან დამარცხდა - ორივემ კარგი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი და ჩვენი ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და თადის "სან პაბლო ბურგოსმა" გიორგის "იბეროსტარ ტენერიფე" 22 ქულის სხვაობით დაამარცხა - 101:79.

მაკფადენმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 17 ქულა, 3 ასისტი, თითო-თითო მოხსნა და ჩაჭრა მოუტანა.

პარკეტზე გიორგიმაც 21 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა მეტოქის კალათში 12 ქულა მოათავსა, 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1-ხელაც მოწინააღმდეგეს დაუფარა.

2 ტურის შემდეგ ქვეჯგუფს 2 გამარჯვებით
"ბურგოსი" ლიდერობს. "იბეროსტარი" 1 მარცხითა და 1 მოგებით მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული