შერმადინის MVP-ის ტიტული იტალიაში და ტენერიფე ჯგუფიდან გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” დასკვნით ტურში იტალიაში “სასარი” 84:63 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ტენერიფელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რომლის მოგების შემთხვევაში მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გერმანული “ლუდვიგსბურგი” კი მეორე ეტაპზე პირდაპირ გავიდა.

იტალიაში გამართულ მატჩში "ტენერიფეს" რიგებში გიორგი შერმადინმა 19:04 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი მატჩის MVP
გახდა. მას და მარსელინო უერტასს 16-16 ქულა ჰქონდათ, მაგრამ შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც მოგებულ გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მოგებამდეა და ტენერიფელების მეტოქე მომავალ კვირაში გაირკვევა, როცა B ჯგუფში თამაშები დასრულდება. “ტენერიფეს” B ჯგუფის მე-3 ადგილის მფლობელი შეხვდება, რომელიც ან თურქული “ქარშიაქა” იქნება, ან ებრაული “ჰაპოელი”.

gbf

altეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]

altმამუკელაშვილის საუკეთესო შედეგი და დრო [VIDEO]

altშერმადინი "ბარსას" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული