იტალიაში გამართულ მატჩში "ტენერიფეს" რიგებში გიორგი შერმადინმა 19:04 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი მატჩის MVP გახდა. მას და მარსელინო უერტასს 16-16 ქულა ჰქონდათ, მაგრამ შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც მოგებულ გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.
საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მოგებამდეა და ტენერიფელების მეტოქე მომავალ კვირაში გაირკვევა, როცა B ჯგუფში თამაშები დასრულდება. “ტენერიფეს” B ჯგუფის მე-3 ადგილის მფლობელი შეხვდება, რომელიც ან თურქული “ქარშიაქა” იქნება, ან ებრაული “ჰაპოელი”.
gbf
ეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]